მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გოლების გატანით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - მიქაუტაძე ლე ავრისთან მატჩზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად მთავარ კონკურენტ „ლე ავრის“ დაუპირისპირდა და გიორგი მიქაუტაძის გოლით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა ფრანგ ჟურნალისტებთან განვლილ მატჩზე და „ლე ავრის“ კარში გატანილი გოლის შესახებ ისაუბრა.

რა თქვა მიქაუტაძემ:

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად ვთამაშობდით, „მეცის“ მხარდასაჭერად უამრავი გულშემატკივარი ჩამოვიდა და მათ საოცარი ენერგია მოგვცეს. გოლის გატანა ჩემი მოვალეობაა და თუ ამას კარგად ვაკეთებ, ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, მერწმუნეთ, კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებები არა ჩემი, არამედ გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ საიმისოდ, რომ ლიგა 1-ში ადგილი შევინარჩუნოთ.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გატანა, საერთო ჯამში კი მიმდინარე მაისურში 10 გოლი დაუგროვდა. 29-ე ტურში 23 წლის შემტევმა „ლანსის“ კარში დუბლი შეასრულა.

„ლე ავრი“ სატურნირო ცხრილში ბოლონის გუნდის უშუალო კონკურენტი იყო და ამ გამარჯვებით, „მეცმა“ სწორედ „ლე ავრის“ გადაასწრო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-10 გოლი სეზონში - მეცმა მიქაუტაძის გოლით მთავარ კონკურენტს მოუგო
მე-10 გოლი სეზონში - მეცმა მიქაუტაძის გოლით მთავარ კონკურენტს მოუგო