ნაპოლი, ემპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

“გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“ - კალცონა ემპოლისთან წაგების შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ემპოლის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კალცონამ?

„მიდგომა ამ მატჩის მიმართ საშინელი იყო. მოედანზე ძალიან მშვიდად შევედით და არ ვიბრძოდით. ეს წარმოუდგენელია. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან ფეხბურთელების მოტივირება ვერ შევძელი. თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ „ნაპოლის“ მაისურს პატივი ვცეთ.

მეორე ტაიმში კარში ვერ დავარტყით და ეს დიდი სირცხვილია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი ჩემი ბრალია. ყოველ სამ დღეში თამაში რთულია და ბევრი ხარვეზი გვაქვს. არ მეგონა ასე თუ გაგვიჭირდებოდა. კლუბის და ქალაქის წინაშე ვალში ვართ. სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია და ვერ ვახერხებთ.

რისი თქმა მინდა გულშემატკივრებისთვის? თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი. ისინი მსხვერპლზე მიდიან, რომ სტადიონზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. მე მხოლოდ მადლობის გადახდა და ბოდიშის თქმა შემიძლია. სეზონის ფინალური ნაწილი ჩაგვივარდა.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ 49 ქულა დარჩა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. ასევე შეგახსენებთ, მომავალი სეზონიდან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და დიდი ალბათობით სერია ა-ს 5 წარმომადგენელი ეყოლება. „ნაპოლის“ მიზანი კი სწორედ მეხუთე ადგილია, თუმცა ამ პოზიციას 55 ქულით „რომა“ იკავებს და „ჯალოროსის“ გადასწრება ძალიან რთული იქნება.

რაც შეეხება კალცონას, ცნობილია, რომ ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ აღარ უხელმძღვანელებს. აურელიო დე ლაურენტისმა მას სამწვრთნელო შტაბში დარჩენა შესთავაზა, თუმცა კალცონას ჯერჯერობით პასუხი არ უთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა
ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა