ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“გამარჯვებისთვის ვემზადები“ - ჩავი ელ კლასიკოს წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„ხვალ გვაქვს შანსი რომ, ლა ლიგისთვის ბრძოლაში დავრჩეთ. ხვალინდელი „ელ კლასიკო“ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ხდება. ჩვენ ვხვდებით ძალიან ძლიერ „რეალს“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგიდან მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გამოაგდო. „ბარსელონამ“ ნაყოფიერად ივარჯიშა და მზად არის. ბოლო დროინდელი გაბრაზება, იმედგაცრუება და უმწეობა ჩვენს სასარგებლოდ უნდა შევცვალოთ. გიუნდოგანის და არაუხოს ინციდენტი მოგვარებულია.

„რეალს“ სტუმრად ვეთამაშებით და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი იდენტურობის დასამტკიცებლად. კარგად მოვემზადეთ. ვფიქრობ, გამარჯვება შეგვიძლია. ჩემს მომავალთან დაკავშირებით არავის არაფერი უთქვამს და ახლა აქ ამაზე სასაუბროდ არ ვარ. წინ „ელ კლასიკოა.“

ცუდ სცენარზე არ ვფიქრობ. დიდებული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. გამარჯვებისთვის ვემზადები. „რეალის“ 120 წუთი? ასეთ თამაშებში დაღლილობა დიდად არ მოქმედებს. მსაჯებზე საუბარი არ მეხმარება. იმედი მაქვს, ყველაფერი ინციდენტის გარეშე ჩაივლის."

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, ხოლო „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენთან“ დამარცხდა.

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებებს. უკანასკნელი 3 მატჩიდან სამივე მადრიდის „რეალმა“ მოიგო. მომავალი შეხვედრა 21 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაინაღდებს ინტერი სკუდეტოს მადონინაში - დერბის დამატებითი ინტრიგა
გაინაღდებს ინტერი სკუდეტოს მადონინაში - დერბის დამატებითი ინტრიგა