ბარსელონა, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“პრიორიტეტი 3 ქულაა“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„არ მიკვირს კრიტიკა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ დაცვაში ვიდექით. ყველას შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ, რადგან, როგორც არაერთხელ მითქვამს, არსებობს ორი ასპექტი: დაცვითი და შეტევითი. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი ფეხბურთი უნდა ითამაშო და არ აქვს მნიშვნელობა ბურთით ხშირად იქნები, თუ ნაკლებად. ზოგჯერ არის ისეთი თამაშები, რომლებშიც ბურთი ჩვეულებრივზე ნაკლებად გაქვს.

ედერ მილიტაომ ფორმა აღიდგინა და შესაძლოა „ბარსელონასთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ეს არის გადამწყვეტი თვე და ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ. დაგვიბრუნდა მილიტაო და სულ მალე კურტუაც დაბრუნდება. მხოლოდ ალაბა ვერ შემოგვიერთდება.

„ბარსელონას“ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. მათი კავშირი ვეტერანებთან კარგ სინთეზს იძლევა. ლამინი და კუბარსი ყველასთვის სიურპრიზი იყო და ძალიან კარგად თამაშობენ. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ მათ. რა თქმა უნდა, „ელ კლასიკოში“ პრიორიტეტი 3 ქულაა.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, ხოლო „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენთან“ დამარცხდა.

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებებს. უკანასკნელი 3 მატჩიდან სამივე მადრიდის „რეალმა“ მოიგო. მომავალი შეხვედრა 21 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტი პეპის წასვლისთვის ემზადება
სიტი პეპის წასვლისთვის ემზადება