მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი, დევიდ ბექჰემი
Aa Aa

“მარცხენა მკლავი წყვდიადში უჩინარდება და სტადიონი სუნთქვას წყვეტს“ - მე დევიდ ბექჰემი ვარ

დევიდ ბექჰემი მადრიდის „რეალში“ 20 წლის წინ გადავიდა, მაგრამ მისი ესპანეთში გატარებული პერიოდი ძალიან შორს იყო ჩვეულებრივი ნაოსნობისგან..

ოლდ ტრაფორდის ქარიშხლიან ღამეს, პროჟექტორების ქვეშ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მე-7 ნომერი კარიდან 25 მეტრის მოშორებით მძიმედ სუნთქავდა..

ტაბლოზე ეწერა: „მანჩესტერ იუნაიტედი 4:3 მადრიდის „რეალი“..

„წითელ ეშმაკებს“ 2002/2003 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად ეს საჯარიმო დარტყმა და კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ..

მას უკვე ორი გოლი ჰქონდა იკერ კასილასისთვის გატანილი.. მსაჯმა ნიშანი მისცა, მარცხენა მკლავი ღამის წყვდიადში უჩინარდება, მისი Adidas Predator-ის ბუცი ბურთს ხვდება და სტადიონი სუნთქვას წყვეტს..

დევიდი 4 საათის შემდეგ, ტელევიზორის საშუალებით უყურებდა მის დარტყმულ ჯარიმას, რომელიც კარის ზედა ძელს მოხვდა და გაუჩინარდა..

მაგრამ შემდეგ ის ამჩნევს რაღაცას, რამაც სისხლი გაუყინა.. ჯარიმის დარტყმის შემდეგ, კამერები სერ ალექს ფერგიუსონზე გადავიდნენ, რომელიც დევიდს აშკარად ზიზღნარევი მზერით უყურებდა.. „ფერგი“ კარგად ხვდებოდა, რომ „მანჩესტერმა“ ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა..

მოგვიანებით ბექჰემმა გაიხსენა: „ეს სახე ჩემთვის ყველაფერს ამბობდა, რაც მჭირდებოდა. ნათელი იყო, რომ მას ჩემი წასვლა უნდოდა.“

სერ ალექსმა 1986 წელს ბექჰემების ოჯახს დაურეკა და სთხოვა, რომ 11 წლის დევიდს „იუნაიტედში“ ევარჯიშა. ფერგიუსონი „სამი ლომის“ მომავალი კაპიტნის პირველი მენტორი გახდა. შოტლანდიელი სპეციალისტი მისი მეორე მამა გახდა და ყველაფრის შესაძლებლობა მისცა..

1992 წლის კურსდამთავრებული დევიდი ოქროს ბიჭუნა იყო, რომელმაც 1996 წელს უიმბლდონის კარში გატანილი გოლით სახელი გაითქვა..

დევიდი გუნდის მთავარი სახე გახდა, რომელმაც 6 პრემიერ ლიგა, ორი FA თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.. ეს უკანასკნელი კი 1999 წელს.. ის დაუვიწყარი ფინალი ზოგიერთი რომანტიკოსის გონებაში დღემდე ამოუხსნელად რჩება..

„როდესაც ხედავ, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ბექჰემს და ფერგიუსონს, ყველაფერი მარტივი ხდება. ჩვენი ცხოვრება დიდებული იყო..“ - განაცხადა დუაიტ იორკმა, რომელიც „წითელ ეშმაკებში“ 1998-2002 წლებში თამაშობდა..

დევიდი თანაგუნდელების ოცნება იყო. შეუსაბამო და სენსაციურად ზუსტი დიაგონალური გადაცემებით ბექჰემი მუშა ცხენს ჰგავდა, რომელიც არავის მფლობელობაში არ იყო!!

თუმცა ისტორია მაინც სხვანაირად წარიმართა.. მადრიდის „რეალთან“ გამოვარდნამდე, ფერგიუსონის და ბექჰემის ურთიერთობა უკვე არეული იყო.. სერ ალექსი თვლიდა, რომ დევიდმა ფეხბურთზე ფიქრი შეწყვიტა და ყურადღებას ქალებზე, რეკლამებზე და ბიზნეს პარტნიორულ შეთანხმებებზე აკეთებდა..

„თუ მედიაში ზედმეტად ჩახედული იყავი, დაინახავდი, რომ ფერგიუსონი აშკარად უფრო აღელვებული იყო. ბექჰემს სათამაშო დროს უმცირებდა და ეს კარგად არავიზე მოქმედებდა..“ - იხსენებს იორკი

დევიდისა და „მანჩესტერის“ გზები 2003 წელს გაიყარა. ცნობილი ინციდენტი(ბუცის ჩარტყმის) ყველაფერზე მეტყველებს. ფეხბურთელს მარცხენა თვალის ზემოთ ნაკერებიც კი დასჭირდა..

მას შემდეგ, იტალიიდან და ესპანეთიდან ცნობები წამოვიდა.. მაისის შუა რიცხვებში ორი რამ მოხდა. პირველი - „იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ კენიონმა ბექჰემს აცნობა, რომ კლუბი მისი გაყიდვისთვის მზად იყო. მეორე - ამის თქმის შემდეგ, კენიონმა მაგიდაზე ახალი კონტრაქტი დადო. „მოაწერე და ყველაფერი დაივიწყე, ან წადი!!“

ინგლისელმა ფეხბურთელმა პასუხი იქვე არ გასცა. ოჯახთან ერთად ამერიკაში დასასვენებლად წავიდა..

დასვენებისას, 28 წლის ნახევარმცველმა ტელევიზორის საშუალებით გაიგო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ჟოან ლაპორტას შეთავაზებას დათანხმდა და მისი დანიშვნის შემთხვევაში, ბექჰემი „ბლაუგრანაში“ გადავიდოდა..

ბექჰემი გაღიზიანდა.. ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგი დღემდე თვლის, რომ ეს ინფორმაცია ნამდვილი არასდროს იყო..

ბალაგმა თქვა: „ლაპორტა ჭკვიანი კაცია და დევიდ ბექჰემი საკუთარი საარჩევნო პიარ კამპანიისთვის გამოიყენა. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აგენტი პინი ზაჰავი დაიქირავა და „იუნაიტედთან“ მოლაპარაკება დაავალა. რეალურად მას ეს არჩევნებისთვის სჭირდებოდა..“

მიუხედავად ამისა, დევიდი არასდროს იყო „ბარსელონაში“ გადასვლით დაინტერესებული. თუ ის თავის საყვარელ ოლდ ტრაფორდს დატოვებდა, მხოლოდ ერთი გუნდისთვის.. საბედნიეროდ, მადრიდის „რეალს“ მისი გადაბირება სურდა..

2003 წლის 18 ივნისს „წითელმა ეშმაკებმა“  განაცხადეს, რომ მიიღეს 25 მილიონი ფუნტის ოდენობის შეთავაზება ევროპის 9-გზის ჩემპიონისგან..

ბექჰემი ტრანსფერზე თანახმა იყო, მაგრამ გაჩნდა ერთი კითხვა. „სამეფო კლუბს“ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე უკვე ჰყავდა სუპერვარსკვლავი.. საუბარი ლუიშ ფიგუზეა.. სად უნდა ეთამაშა ინგლისელს?

„თუ მადრიდში ჩამოხვალ, არ ინანებ“ - დაარწმუნა პერესმა ბექჰემი, რომელმაც 2000 წელს „ბარსელონადან“ ლუის ფიგუ გადმოიყვანა, ხოლო შემდეგ ზინედინ ზიდანი.

El Presidente-ს ყოველ წელს ვარსკვლავების ყიდვა ტრადიციად ექცა..

„მისი „გალაქტიკოსის“ იდეა მსოფლიოში უდიდესი ვარსკვლავების ყიდვაზე აშენდა. დიდი ვარსკვლავი მეტი მაისურის გაყიდვას და უფრო მეტი ფულის გამომუშავებას ნიშნავდა.. ბექჰემის ტრანსფერი კი ზუსტად ასეთი იყო..“ - განმარტა ბალაგმა

პირველ ივლისს დევიდ ბექჰემის პრეზენტაცია გაიმართა. სანტიაგო ბერნაბეუზე ათასობით რეპორტიორი და ფოტოგრაფი შეიკრიბა. იმ დროს, „ბლანკოსში“ 7-ნომრიანი მაისური რაულ გონსალეს ბლანკოსს ეცვა, ხოლო ფლორენტინო პერესმა ინგლისელ სუპერვარსკვლავს მაიკლ ჯორდანის პატივსაცემად 23-ნომრიანი მაისური უბოძა. მედია ამ ფაქტზეც გაგიჟდა. მათ ჩათვალეს, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთ საოცარი მარკეტინგული გათვლა გააკეთა..

„რეალის“ ვარსკვლავები ბექჰემს გულღიად დახვდნენ. რობერტო კარლოსი ხუმრობდა კიდეც, რომ ახლა გუნდში ორი ლამაზი ფეხბურთელი ითამაშებდა..

ყველამ იცოდა, რომ „გალაქტიკოსი“ მატჩებს ლამაზი ფეხბურთით მოიგებდა..

ჟურნალისტი ბალაგი იხსენებს, რომ იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბექჰემი ზიდანის, ფიგუს და რაულის დონის არ იყო. არსებობდა ენობრივი ბარიერიც. „რეალში“ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი საუბრობდა ინგლისურად.. დევიდს „სამეფო კლუბში“ გადასვლა ისეთ დროს მოუწია, როცა გუნდი შორეულ აღმოსავლეთში წინასასეზონო მომზადებას გადიოდა და მას გარკვეული რაღაცები უნდა დაემტკიცებინა..

მასზე ეჭვი ძალიან მალე გაქრა.. დევიდმა ვარჯიშზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. რა თქმა უნდა, ბექჰემს გარკვეული შიშები ჰქონდა, მაგრამ თავი ძალიან მალე დაიმკვიდრა..

ინგლისელი ახალი თანაგუნდელებით აღფრთოვანებული იყო. ზიდანზე თქვა: „ის საუკეთესოა ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია.“

რაულს კი „ქალაქის ღმერთს“ უწოდებდა..

თავის მხრივ, „ბლანკოსის“ ფეხბურთელებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ დევიდით. მაგალითად ნუნიესმა, რომელიც შემდეგ „ლივერპულში“ გადავიდა თქვა: „ჩვენ ყველა გაოცებული ვიყავით მისი თავმდაბლობით. ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ბექჰემი იყო საოცრად იქცეოდა და ამან აღფრთოვანება გამოიწვია. სხვა მის ადგილზე ასე არ იზამდა..“

ახალი მწვრთნელის, კარლოს კეირუშის დანიშვნა ბექჰემისთვის დამატებითი შვება იყო, რადგან ის ადრე სერ ალექსის თანაშემწე იყო.. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფიგუ-ბექჰემის პოზიციის პრობლემა გადაჭრა. ტაქტიკა შეცვალა და დევიდი ზიდანის გვერდზე 5-3-2 სისტემაში დააყენა. ინგლისელი სუპერვარსკვლავი ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული იყო..

მისი დებიუტი 2003 წელს კოპა დელ რეიზე, „მალიორკას“ წინააღმდეგ შედგა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ძალიან მალე გაიყვანეს. საქმე ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. მეორე დღეს, მედიამ „სამეფო კლუბს“ ბექჰემის ტრანსფერის გამო დასცინა..

ის მატჩი „რეალმა“ 1:2 წააგო, მაგრამ სანტიაგო ბერნაბეუზე ბექჰემი აფეთქდა, დიდებულად ითამაშა, რონალდოს საგოლე პასი გაუკეთა და „სამეფო კლუბმა“ 3:0 მოიგო. დევიდმა „ბლანკოსში“ პირველი ტიტული მოიგო. მატჩის შემდეგ მან თქვა: „ოლდ ტრაფორდზე ბოლო რამდენიმე თვე უბედური ვიყავი. ახლა კი ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი..“

ლა ლიგაში დებიუტიდან ზუსტად 2 წუთში ბექჰემმა კვლავ რონალდოს გაატანინა. „რეალმა“ 2:1 მოიგო და ეს მომავლის იმედს ჰგავდა..

„რეალის“ ახალმა ვარსკვლავმა პირველ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა. აქედან 3 საჯარიმო დარტყმით. საშობაოდ „ბლანკოსი“ ლა ლიგას ლიდერობდა, მაგრამ ფეხბურთი უცნაური სპორტია..

ბექჰემს ალბათ სანახევროდ ერჩივნა, რომ „ვალიადოლიდთან“ მატჩში ტრიბუნაზე მჯდარიყო და არ ეთამაშა..

ის სულ ცოტა ხნის წინ მონათლეს ახალ გალაქტიკოდ..

„ვიცოდით, რომ კარგი ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ არ ველოდით, რომ ყველაფერზე ამხელა გავლენა ექნებოდა. მას აბსოლუტურად ყველას პატივისცემა აქვს.“ - თქვა რონალდომ 2003 წლის ოქტომბერში

ახალგაზრდა ნუნიესისთვის, „რეალის“ ვარჯიშზე ამდენი ვარსკვლავის ყურება დაუვიწყარი მოგონება არის: „ეს იყო სპექტაკლი, რადგან ვარჯიშზე ამდენ ვარსკვლავს ვხედავდი. ვარჯიშის შემდეგ, ბექჰემი, ფიგუ, ზიდანი და რობერტო კარლოსი რჩებოდნენ და ჯარიმის დარტყმაში ვარჯიშობდნენ. ისინი ერთმანეთს რჩევებს უზიარებდნენ, თუმცა დევიდი საუკეთესო იყო!!“

მიუხედავად ასეთი ფეხბურთელებისა, სეზონის მეორე ნაწილში საწვავი ამოიწურა.. თითქოს მადრიდელთა ფეხბურთელებს ფეხები დაეღალათ.. მარცხი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მონაკოსთან“ და მეოთხე ადგილი ლა ლიგაში.. ზედიზედ 5 წაგებული შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში..

„სამეფო კლუბში“ პერსპექტიული დასაწყისის შემდეგ, ასეთი ვითარება დადგა, მაგრამ ბექჰემი თავს მაინც ოჯახის ნაწილად გრძნობდა.. სამწუხაროდ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუარესდა..

კეირუშის შემცვლელმა ხოსე ანტონიო კამაჩომ „ბლანკოსში“ მხოლოდ 3 მატჩი გაძლო და წავიდა. ის გამუდმებით საუბრობდა ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე.. ის თვლიდა, რომ მას მხარს არ უჭერდნენ.. მისმა მემკვიდრემ მარიანო გარსია რემონმა ესპანეთის დედაქალაქში 101 დღე გაძლო. მის ნაცვლად ვალდერეი ლუქშემბურგო დანიშნეს.. ბრაზილიელმა „სამეფო კლუბი“ ლა ლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა. ის სეზონი ყველას უნდა დაევიწყებინა, რადგან „რეალი“ სამეფო თასიდანაც გამოვარდა და ჩემპიონთა ლიგიდანაც..

სულ მალე გუნდში რამოსი და რობინიო გადმოვიდნენ, ხოლო ბექჰემის ტრანსფერზე პასუხისმგებელმა ფლორენტინო პერესმა „რეალი“ დატოვა. მის ნაცვლად რამონ კალდერონი დაინიშნა. იმ სეზონში ლუქშემბურგოც გაუშვეს და მის ნაცვლად დროებით ხუან რამონ ლოპეს კარო დაინიშნა.. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „არსენალთან“ უშანსოდ დამარცხდა..

ბალაგი განმარტავს: „ბექჰემის პირველ 3 სეზონში მადრიდულმა კლუბმა ბევრი ცუდი და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათ ზედმეტად დიდი აქცენტი გააკეთეს სახელებზე და ეს საკმარისი არ იყო სწორი ადამიანების არჩევისას..“

საბედნიეროდ, მეოთხე სეზონში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. „სამეფო კლუბში“ ფაბიო კაპელო დაბრუნდა.. ზიდანის წასვლის შემდეგ, ბექჰემთან ოქროს ბურთის მფლობელი ფაბიო კანავარო და ყოფილი თანაგუნდელი რუუდ ვან ნისტელროი მოიყვანეს. რეალურად, ორივე ტრანსფერი სწორი აღმოჩნდა..

თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ტაქტიკური პრობლემები გაჩნდა. კაპელო „რეალს“ 4-4-2 სისტემით ათამაშებდა და მარჯვენა ფლანგზე ბექჰემზე გაცილებით სწრაფი ხოსე ანტონიო რეიესი გაჩნდა. იმ წლის დეკემბერში დევიდმა აღიარა, რომ თავი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად იგრძნო..

31 წლის ასაკში, ბექჰემმა დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ მისი ოცნება „რეალზე“ დასრულდა..

2007 წლის იანვრის შუა რიცხვებში ინგლისელმა გადაწყვეტილება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „რეალის“ სპორტულმა დირექტორმა მიატოვიჩმა თქვა: „ბექჰემთან კონტრაქტს აღარ გავახანგრძლივებთ. სეზონის ბოლოს წავა..“

დევიდმა კი თავის მხრივ ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ლოს-ანჯელეს „გელექსისთან“ წინასწარი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა..

კალდერონი ძალიან გაბრაზდა და მედიასთან თქვა: „ბექჰემი მიდის ჰოლივუდში, რომ კინოვარსკვლავი გახდეს. მართალი ვიყავით, როცა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება გადავიფიქრეთ. ის არცერთ ევროპულ კლუბს არ სურს.“

აქედან რამდენიმე დღეში, კაპელომ განაცხადა, რომ ბექჰემმა „ბლანკოსში“ ბოლო მატჩი ჩაატარა.. მადრიდულ ზღაპარს კარგი დასასრული არ ჰქონდა..

კაპელო არ იყო ის ადამიანი, რომელიც აზრს შეიცვლიდა. მართალია ბექჰემმა მარჯვენა ფლანგზე ადგილი დაკარგა, მაგრამ მას მაინც შეეძლო მოედნის ცენტრში თამაში..

ფაბიომ მას გარკვეული დრო დაუთმო და დევიდმაც გაამართლა. საბოლოოდ „რეალმა“ ლა ლიგა მოიგო და ინგლისელი სუპერვარსკვლავის ოცნება ასრულდა.

„იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც იმ სეზონში გავიარე, ესპანეთის ჩემპიონობა საოცრად ტკბილი იყო. ვფიქრობ, ჩემი ოცნება ასრულდა და „რეალთან“ ერთად ჩემპიონი გავხდი.“ - თქვა ბექჰემმა

დევიდი იმდენად კარგი იყო ბოლო 6 თვე, რომ კალდერონმა მის დასატოვებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ არ გამოუვიდა.. ბექჰემმა ესპანეთი ჩემპიონის რანგში დატოვა!!

კაპელო წუხდა იმ მოთამაშის დაკარგვის გამო, რომელსაც დაეყრდნო. მოგვიანებით ფაბიომ აღიარა: „ბექჰემის გამო ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. სამწუხაროა, რომ ის წავიდა. დევიდი დიდი ფეხბურთელია.“

დევიდის წასვლა მის თანაგუნდელებსაც ეწყინათ. ფიგუმ ფენომენი უწოდა, ხოლო რობერტო კარლოსმა მადრიდის სიხარული. თავად ბექჰემი კი მის მადრიდულ კარიერას ასე აღწერს: „ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი დღეები..“

გაზიარება: