პანათინაიკოსის წინადადებას დათანხმდა | შენგელია საბერძნეთში მიდის?!
გუშინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერძნული „პანათინაიკოსი“ საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერით, თორნიკე შენგელიას დამატებით არის დაინტერესებული.
იწერებოდა ისიც, რომ ქართველი კალათბურთელი ბერძნული კლუბის პროექტით მოიხიბლა და გუნდის გამოცვლას სერიოზულად განიხილავდა, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენგელია „პანათინაიკოსის“ წინადადებას დათანხმდა და ახლა „ვირტუსთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.
SDNA source: Tornike Shengelia decided to accept Panathinaikos' offer and he wants to continue his career in Greece. The deal is not done yet, because Toko is under contract with Virtus Bologna. Shengelia will try to figure it out and complete his move to the Greens. #paobc
— George Zakkas (@ZakkasGeorge) July 19, 2023
თუმცა, თოკოს ერთი გარემოება აფერხებს. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მას სოლიდური რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს. ასევე, იწერება ტრანსფერის ალბათობაზე, რითაც ბოლონიური კლუბი შენგელიას გაყიდვის შემთხვევაში 500 000 ევრომდე მიიღებს.
ქართველი კალათბურთელი მაქსიმალურად ოპტიმალური გამოსავლის პოვნას ცდილობს და მისი აგენტები „ვირტუსის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში მართავენ.