საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, უკრაინის 21-წლამდე ნაკრები, საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

ოლიმპიადის შანსი დავკარგეთ | უკრაინამ საფრანგეთი დაამარცხა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ეს შეხვედრა გადამწყვეტი იყო საქართველოს ნაკრებისთვისაც, რადგან საფრანგეთის გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გუნდი პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსს მიიღებდა, თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ დასრულდა და ჩვენმა გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ უკრაინელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, რომლებმაც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებს ბრწყინვალე თამაში დაუპირისპირეს. შესაბამისად, რუსლან როტანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ოლიმპიადის საგზურიც მათ დარჩათ.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, თავდაპირველად ფრანგები მე-19 წუთზე ჩერკის გოლით დაწინაურდნენ.

32-ე წუთზე სუდაკოვმა მუდრიკის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ტაიმის მიწურულს, სუდაკოვმა კვლავ მიხაილო მუდრიკის მიერ შესრულებული ბრწყინვალე გადაცემა გამოიყენა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

უკრაინელებმა განსაკუთრებულად კარგი თამაში მეორე ტაიმში აჩვენეს. ფრანგების წინააღმდეგ თავს ორგანიზებულად იცავდნენ და რეალურ სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. საბოლოოდ, როტანის გუნდმა 86-ე წუთზე საფრანგეთს მესამე გოლი გაუტანა. თავი ამჯერად ბონდარენკომ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:3.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური ეტაპის საგზურები უკრაინის გარდა ინგლისის, ესპანეთისა და ისრაელის ნაკრებებმა მოიპოვეს. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. 1/2 ფინალური მატჩები 5 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის
მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის