ნოელ ლე გრე
Aa
Aa

სექსუალური შევიწროება - ლე გრეს საქმეზე FFF-ი დეტალებს ასაჯაროებს

პარიზის პროკურატურამ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის, ნოელ ლე გრეს არასათანადო ქმედებაზე ძიება დაასრულა და დასკვნა მოამზადა.

როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ გამოძიება ლე გრეს მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ დაიწყო, რომელიც იანვარში ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ „ლე გრეს ქმედებები იყო განმეორებითი ხასიათის და შეეძლო მსხვერპლის ღირსების შელახვა ვულგარული გამონათქვამებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბ-ნი ლე გრე აშკარად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“.

გამოძიებამ აჩვენა, რომ ლე გრემ ერთხელ ახალგაზრდა გოგონას სპეციალურად მოგზაურობისთვის აიძულა მოკლე კაბა ჩაეცვა. მოგზაურობისას 81 წლის ფუნქციონერი გოგონას თეძოზე შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ მან სთხოვა გაჩერებულიყო.

გარდა ამისა, მოწმეებმა განაცხადეს, რომ ლე გრეს კოლებეს სამში სექსი შესთავაზა.

მოხსენება მთავრდება იმით, რომ გამომძიებლები აღნიშნავენ - „ლე გრეს აღარ აქვს საჭირო ლეგიტიმაცია, რომ მართოს და წარმოადგინოს ფრანგული ფეხბურთი, ქალების მიმართ მისი ქცევის, საჯარო განცხადებებისა და ფედერაციის მენეჯმენტის წარუმატებლობის გათვალისწინებით“.

შეგახსენებთ, რომ ლე გრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის მიმართ უპატივცემულო განცხადებებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ დაითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოკერი და რეკორდი - რონალდუმ საუდის არაბეთში გაიბრწყინა
პოკერი და რეკორდი - რონალდუმ საუდის არაბეთში გაიბრწყინა