კატარი 2022, განის ნაკრები
Aa
Aa

სათამაშო მაისურები დარჩათ - განის ნაკრები კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე განის ნაკრები კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

განელი ჟურნალისტის, ფრენკ დარკოუს ცნობით, კატარში გამგზავრებულმა გუნდმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მაისურები, რომლითაც მათ მუნდიალზე უნდა ეთამაშათ და ასევე სავარჯიშო ინვენტარი, ნაკრების ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლებს განაში დარჩათ.

პერსონალი ამ ინვენტარის ტრანსპორტირებაზე უკვე მუშაობს და ფეხბურთელები ყველა საჭირო ნივთს უახლესი 2 დღის განმავლობაში მიიღებენ.

ცნობისთვის, განას ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, სამხრეთ კორეისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან. მანამდე კი ამხანაგურ შეხვედრაში განელები 17 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორისი: “LGBTQ+ კაპიტნის სამკლავურს არ გავიკეთებ“
ლორისი: “LGBTQ+ კაპიტნის სამკლავურს არ გავიკეთებ“