კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„ჩემი ქალიშვილი ავად იყო, კლუბმა კი არ დამიჯერა“ - რონალდუ იმედგაცრუებას ვერ მალავს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ Piers Morgan Uncensored-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კლუბის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

37 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ სეზონის დასაწყისში მას ოჯახური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც წინასასეზონო შეკრებაზე ვერ გამოცხადდა, გუნდის ხელმძღვანელებმა კი მას არ დაუჯერეს.

რას ამბობს რონალდუ:

იუნაიტედის წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაზე არ წავედი, რადგან ჩემი ახალშობილი ქალიშვილი ავად იყო და ოჯახის მარტო დატოვება არ მინდოდა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე, მაგრამ მათ ჩემი არ დაიჯერეს. ამან თავი ძალიან ცუდად მაგრძნობინა. ოჯახის ჯანმრთელობას ფეხბურთში არასდროს გავცვლი. ამ ყველაფერმა გული მატკინა, რადგან ხელმძღვანელობას ჩემს სიტყვებში ეჭვი შეეპარა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ინტერვიუში პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ღიად ისაუბრა კლუბის მისდამი დამოკიდებულებაზე და განაცხადა, რომ გუნდმა მას უღალატა. ასევე, კრიშტიანუმ ერიკ ტენ ჰაგზე განაცხადა, რომ პატივს არ სცემს, რადგან თავადაც უპატივცემულო დამოკიდებულებას გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Telegraph: „მან. იუნაიტედი რონალდუს დასჯის საკითხს განიხილავს“
Telegraph: „მან. იუნაიტედი რონალდუს დასჯის საკითხს განიხილავს“