კილიან მბაპე, ნოელ ლე გრე
Aa
Aa

ლე გრე: "მბაპეს სანაკრებო კარიერის დასრულება უნდოდა"

ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრებმა სრული კრახი განიცადა. „მამლები“ შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ, სადაც თერთმეტმეტრიანი კილიან მბაპემ გააფუჭა. „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავს ამის გამო დიდი კრიტიკა ხვდა წილად. როგორც გაირკვა, ამ ფაქტმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებასაც კი გეგმავდა.

ამ საკითხზე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ისაუბრა:

„ევრო 2020-ის შემდეგ მბაპეს ჩემს კაბინეტში შევხვდი. ჩვენი შეხვედრა მხოლოდ 5 წუთი გაგრძელდა, მაგრამ მან თავისი ტკივილი ნათლად დამანახა. ის ფიქრობდა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია კრიტიკისგან არ იცავდა.

არ მინდოდა რამე საწინააღმდეგო მეთქვა, რადგან ძალიან გაბრაზებული იყო. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ საფრანგეთის ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა და სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

კილიანი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ადამიანია. ის, როგორც ყველა ჩვენგანი ძალიან იმედგაცრუებული იყო. მბაპე ძალიან დიდი ფეხბურთელია და მინდა გითხრათ, რომ ის უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, ვიდრე ინდივიდუალური. კილიანი ოქროს ბურთს სულ მალე მოიგებს.“

საფრანგეთი - შვეიცარია 3:3(პენ: 4:5)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანჩესი: მბაპეს რეალისთვის უარი არ უთქვამს, მათ მოცდა სთხოვა
სანჩესი: მბაპეს რეალისთვის უარი არ უთქვამს, მათ მოცდა სთხოვა