ძალოსნობა, შოთა მიშველიძე
Aa
Aa

ოქრო ატაცში! - მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე ორი ქართველი ძალოსანი, შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე წარსდგნენ.

ატაცში, გოგა ჩხეიძემ პირველ ცდაზე 131 კგ ასწია, მეორე მისვლაზე 134 კგ-ს შეეჭიდა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა, დასკვნით ცდაზე კი 137 კილოგრამს მოერია და აღნიშნულ კატეგორიაში მონაწილეებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება შოთა მიშველიძეს, 26 წლის ძალოსანმა გამოსვლა 135 კგ-ის აწევით დაიწყო, მეორე ცდაზე 139 კგ, მესამე მისვლაზე კი 142 კგ-ის დაძლევა შეძლო და ატაცში პირველობა არავის დაუთმო.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი უკვე აკვრაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე
ვერცხლის მედალი ატაცში - ბერდელიძის წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე