ზირაქაშვილი კლერმონის ლეგენდებს შორის მოხვდა
Aa
Aa

ზირაქაშვილი კლერმონის ლეგენდებს შორის მოხვდა

ფრანგულმა გამოცემა DICODUSPORT-მა 10 აპრილს გამოკითხვა დაიწყო, რომლის დახმარებითაც „კლერმონის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და „კლერმონის“ ქომაგებმა ლეგენდარული ქართველი მორაგბე, დავით ზირაქაშვილიც გამოარჩიეს.

ჩვენებურმა პირველხაზელმა მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ხმების 86 პროცენტი მიიღო და მეორე ადგილზე გასულ მარტინ სკელსოს დიდი უპირატესობით აჯობა. ამ უკანასკნელს მხარი მხოლოდ 8 პროცენტმა დაუჭირა. მესამე პოზიცია კი, 3 პროცენტით დომინიკ სოზადემ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში 86%-ზე მეტი არავის მიუღია.

როგორც მოგეხსენებათ, ზირაქაშვილი „კლერმონის“ რიგებში 2004 წელს ჩაირიცხა და გუნდის მაისური 300-ზე მეტ შეხვედრაში აქვს მორგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები