TOP 10 წყვილი - იცოდით, რომ მათ ერთად აქვთ ნათამაშები?
Aa Aa

TOP 10 წყვილი - იცოდით, რომ მათ ერთად აქვთ ნათამაშები?

თვლით, რომ ფეხბურთში კარგად ერკვევით და მის შესახებ ყველაფერი იცით? საინტერესოა ამ ფეხბურთელთა 10 წყვილის შესახებ თუ იცოდით, რომლებსაც თავიანთი კარიერის განმავლობაში ერთ გუნდში აქვთ ნათამაშები?..

ბრედ ფრიდელი და გეორგე ჰაჯი - გალათასარაი

ვეტერანმა ამერიკელმა გოლკიპერმა ბრედ ფრიდელმა თავისი კარიერის დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა.

ფრიდელი „ლივერპულის“, „ბლექმბერნის“, „ტოტენჰემის“, „ნიუკასლისა“ და „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავდა.

ამერიკელმა საზღვარგარეთ პირველი კონტრაქტი თურქულ „გალათასარაისთან“ გააფორმა, სადაც 1995-1996 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა.

ამ მცირე დროის მანძილზე ფრიდელი ლეგენდარული რუმინელი ფეხბურთელის გეორგე ჰაჯის თანაგუნდელი იყო.

შემდეგ მან „გალა“ დატოვა და შტატებში, კერძოდ კი „კოლამბუსში“ დაბრუნდა.

ჰაჯიმ „გალათასარაისთან“ ერთად ჩემპიონატი 4-ჯერ, თასი ორჯერ, ხოლო 2000 წელს უეფას სუპერთასი მოიგო.

ტიერი ანრი და იონ არნე რიისე - მონაკო

ანრი და რიისე ინგლისის პრემიერლიგაში ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ფრანგი „არსენალის“ ღირსებას იცავდა, ხოლო ნორვეგიელი „ლივერპულისას“.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ 1998-1999 წლებში ანრი და რიისე თანაგუნდელები იყვნენ.

ტიერი ანრი „მონეგასკების“ ღირსებას 1994 წლიდან იცავდა და 1999-ში „იუვენტუსში“ გადაბარგდა, სადაც მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და შემდეგ ლონდონის „არსენალს“ შეუერთდა.

რაც შეეხება რიისეს, ნორვეგიელი „მონაკოს“ მაისურით 1998-2001 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელა.

ედგარ დავიდსი და ვილფრიდ ზაჰა - კრისტალ პალასი

დავიდსის „ბარნეტში“ საშინელმა გამოსვლამ მისი „კრისტალ პალასური“ კარიერა გადაფარა.

„აიაქსის“, „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ ვარსკვლავმა 2010 წელს კარიერა „კრისტალ პალასში“ გააგრძელა, სადაც მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა.

დავიდსს „პალასთან“ საკმაოდ უცნაური კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. მას, იმდენჯერ გადაუხდიდნენ რამდენ მატჩსაც ჩაატარებდა.

2010-2011 წლებში ვილფრედ ზაჰამ 44 შეხვედრა ჩაატარა და ის მცირე ხნით ედგარ დავიდსის თანაგუნდელი იყო.

მაურისიო პოჩეტინო და რონალდინიო - პსჟ

თუ, პოჩეტინოს „პსჟ“-ს მწვრთნელობა არც თუ ისე რეალურად გამოიყურება, შეგვიძლია გავიხსენოთ 2001-2003 წლები, როდესაც არგენტინელი პარიზული გუნდის ღირსებას იცავდა.

სწორედ ამ წლებში „პსჟ“-ში ბრაზილიელი ჯადოქარი რონალდინიო ასპარეზობდა.

"გაუჩომ" დედაქალაქური კლუბის რიგებში 55 მატჩი ჩაატარა და თავი 17 გოლით გამოიჩინა.

არგენტინელმა კი 70 მატჩში 4 ბურთის გატანა შეძლო.

საბოლოოდ, 2003 წელს პარიზი ორივე მათგანმა დატოვა. რონალდინიომ „ბარსელონას“ მიაშურა, ხოლო პოჩეტინო „ბორდოს“ შეუერთდა, საიდანაც „ესპანიოლში“ გადავიდა, რომელსაც შემდეგ თავად წვრთნიდა.

ბრაიან დინი და მიშელ პრიუდომი - ბენფიკა

იყო ერთი პიროვნება, რომელმაც დინი და პრიუდომი ერთ გუნდში ათამაშა, ერთმანეთთან დააკავშირა. ეს პიროვნება გრემ სუნესია. 1997 წელს სუნესი “ტორინოდან’’ გაუშვეს. შოტლანდიელი კი ტურინიდან ლისაბონში ჩავიდა.

სამხრეთელმა სუნესმა ლისაბონში არაერთი ბრიტანელი ჩაიყვანა: ბრაიან დინი, დინ საუნდერსი, სტივ ჰარკნესი, გარი ჩარლზი, მაიკლ ტომასი და მარკ პემბრიჯი.

პორტუგალიის ჩემპიონატის 18 თამაშში დინმა 7 გოლი გაიტანა, მაგრამ 1998 წლის თებერვალში ინგლისში დაბრუნდა. პრიუდომი 40-წლამდე მწვანე მინდორზე იყო. ბელგიელი მეკარე 1999 წელს ფეხბურთს დაემშვიდობა და პროფესიული კარიერა დაასრულა.

ედენ აზარი-პატრიკ კლუივერტი და აზარი-პიერ-ემერიკ ობამეიანგი - ლილი

შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ „რეალის“ ბელგიელ ვარსკვლავს ედენ აზარს პატრიკ კლუივერტთან და პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად სხვადასხვა დროს აქვს ნათამაშები.

აზარი „ლილის“ ღირსებას 2007-2012 წლებში იცავდა. კლუივერტი კი 2007-2008 წლებში. ხოლო ობამეიანგი 2009-2010 წლებში.

ედენ აზარმა „ლილის“ მაისურით 147 შეხვედრაში ჩაატარა და 36 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც 2012 წელს „ჩელსიში“ გადავიდა.

პატრიკ კლუივერტი ფრანგულ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი ასპარეზობდა. მისი მონაგარი 12 შეხვედრაში 4 გოლია. ჰოლანდიელმა კარიერა სწორედ იქ დაასრულა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი კი „ლილში“ ერთწლიანი არენდის წესით იმყოფებოდა და 14 შეხვედრაში 2 ბურთის გატანა შეძლო.

ოსვალდო არდილესი და დევიდ სიმენი - ქპრ

ოსვალდო არდილესი “ტოტენჰემის“ ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა. დევიდ სიმენი კი „არსენალში“ 13 წელი თამაშობდა.

მათი კარიერა იქვე ლონდონში, კერძოდ კი „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადაიკვეთა.

სიმენი „ქპრ“-ში 1986-1990 წლებში გამოდიოდა, ხოლო არდილესი 1988-1989 წლებში.

ინგლისელი გოლკიპერის ანგარიშზე 141 შეხვედრა იყო, ხოლო არგენტინელმა ფორვარდმა ლონდონელთა რიგებში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

დიეგო მარადონა და დავორ შუკერი - სევილია

შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ დიეგო არმანდო მარადონა და დავორ შუკერი თანაგუნდელები იყვნენ. ორივე მათგანი „სევილიას“ ღირსებას იცავდა და მათი გზები 1992-1993 წლებში გადაიკვეთა.

მარადონა ანდალუსიაში მხოლოდ ერთი სეზონი ასპარეზობდა - 1992-1993, ხოლო ხორვატი ფეხბურთელი 1991-1996 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც მადრიდის „რეალს“ მიაშურა.

მარადონა „სევილიაში“ თავისი „ნეაპოლური“ კარიერის შემდეგ გადაბარგდა, სადაც 26 შეხვედრაში 5 გოლის გატანა შეძლო.

დავორ შუკერმა „სევილიას“ მაისურით 153 შეხვედრა ჩაატარა და 76 გოლის გატანა მოახერხა.

სტოიჩკოვი და რაიან ნელსენი - დისი იუნაიტედი

აშშ-ში პელემ, კრუიფმა და ფრანკ ბეკენბაუერმა ითამაშეს. დიდი დროის შემდეგ შტატებში ფეხბურთის სათამაშოდ დევიდ ბექჰემი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ფრენკ ლამპარდი, დავიდ ვილია და ანდრეა პირლო ჩავიდნენ.

2000 წელს კი ატლანტიკის ოკეანე გადალახა და ჩრდილო ამერიკის კონტინენტს ეწვია ხრისტო სტოიჩკოვი. ბულგარელმა სამი წელი “ჩიკაგოში’’ ითამაშა, შემდეგ კი “დისი იუნაიტედის’’ ფეხბურთელი გახდა, სადაც “ბლექბერნის,’’ “ტოტენჰემისა’’ და ქპრ-ს მომავალ ცენტრალურ მცველთან, რაიან ნილსელთან ერთად იასპარეზა.

ბულგარელმა “დისი იუნაიტედში’’ 24 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. ერთი სეზონის შემდეგ “ბარსელონას’’ ყოფილმა ვარსკვლავმა კარიერა დაასრულა, ხოლო ნილსენი გუნდში 2005 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც კონტრაქტი “ბლექბერნთან’’ გააფორმა.

პრემიერლიგის გუნდში ნილსენის მეწყვილე დაცვის ცენტრში ქართველი ზურაბ ხიზანიშვილი იყო.

რონალდო და ეიდურ გუდიონსენი - პსვ

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო 1994-1996 წლებში ჰოლანდიური „პსვ“-ს ღირსებას იცავდა, სადაც 57 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარის ბადე 54-ჯერ შეარხია.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ რონალდოს თანაგუნდელი ისლანდიელი ეიდურ გუდიონსენი იყო, რომელიც „პსვ“-ში 1994-1998 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 15 შეხვედრაში 3 გოლი იყო.

რონალდო 1996 წელს „ბარსელონაში“ გადავიდა, ხოლო გუდიონსენმა კარიერა „რეიკიავიკში“ განაგრძო, თუმცა „კამპ ნოუზე“ ასპარეზობა ისლანდიელმაც შეძლო. მან „ბარსას“ მაისურით 2006-2009 წლებში ითამაშა.

გაზიარება: