ჯეიმს ჰარდენი და სტრიპტიზ-კლუბები ანუ როდის ვერ თამაშობს „წვერა“
Aa
Aa

ჯეიმს ჰარდენი და სტრიპტიზ-კლუბები ანუ როდის ვერ თამაშობს „წვერა“

Reddit-ის მომხმარებელმა სოციალურ ქსელში თავისივე კვლევა გამოაქვეყნა, რომლითაც დაადგინა, რომ „ჰიუსტონ როქეთსის“ კალათბურთელი, ჯეიმს ჰარდენი გაცილებით ცუდად თამაშობს იმ ქალაქებში, რომლებიც უმაღლესი დონის სტრიპტიზ-კლუბებით გამოირჩევიან.

AngryCentrist ბოლო 4 წლის მონაცემებს დაეყრდნო. მან ჰიუსტონი და ლოს-ანჯელესი უყურადღებოდ დატოვა და აქცენტი NBA-ს 28 ქალაქზე გააკეთა. კვლევისას მან 6 სტატისტიკური მაჩვენებელი გამოიყენა - ქულები, თამაშიდან ნასროლი ბურთების პროცენტი, სამქულიანების პროცენტი, ჯარიმების პროცენტი, პასები და დაკარგვები. შემდეგ კი მიღებული ციფრები ამა თუ იმ ქალაქში არსებული სტრიპტიზ-კლუბების რეიტინგს შეადარა და დაადგინა, რომ იმ ქალაქებში, რომლებშიც ხარისხიანი სტრიპტიზ-კლუბები მდებარეობს, ჯეიმს ჰარდენი კარგად ვერ ასპარეზობს.

მაგალითისთვის ჰარდენი ყველაზე კარგად ტორონტოში თამაშობს. ქალაქში, რომელიც სტრიპტიზ-კლუბებით ნამდვილად არ გამოირჩევა. სამაგიეროდ ყველაზე მეტად მაიამიში უჭირს - ქალაქში, სადაც საუკეთესო სტრიპტიზ-კლუბები მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ "წვერა" სტრიპტიზ-კლუბების სიყვარულითაა ცნობილი. ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთმა კლუბმა ჰარდენს ბანერიც კი მიუძღვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები