მალტა - საქართველო 0:5 (21-წლამდე)
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად მალტასთან მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, 5 უპასუხო გოლი გაიტანა, სრულიად დამსახურებულად მოიგო, კითხვები არ არსებობს. გოლები საბა ხარებაშვილის, ნიკოლოზ დადიანის, გიორგი ტაბატაძის, სანდრო ნარიმანიძისა და ალეკო ბასილაძის ანგარიშზეა. ხუთივე ფეხბურთელმა 21-წლამდე ნაკრებში სადებიუტო გოლი შეაგდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დადიანის და ტაბატაძის გოლები იყო, დადიანმა შორიდან უძლიერესად დაარტყა, ტაბატაძემ ცაციათი ლამაზად მოჭრა.