ურუგვაი - პანამა 3:1
ურუგვაის ნაკრებმა კოპა ამერიკა დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. ლა სელესტემ პანამა 3:1 დაამარცხა და ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მიიღო. ურუგვაის მხრიდან გოლები მაქსიმილიანო არაუხომ, დარვინ ნუნიესმა და მატიას ვინამ გაიტანეს.