გუარდიოლას ეროვნულ გუნდში მუშაობის სურვილი აქვს - ''სამომავლოდ განვიხილავ წინადადებას''
Aa
Aa

გუარდიოლას ეროვნულ გუნდში მუშაობის სურვილი აქვს - ''სამომავლოდ განვიხილავ წინადადებას''

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელ პეპ გუარდიოლას სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში მუშაობის დიდი სურვილი აქვს.

47 წლის კატალონიელი სპეციალისტი, რომელმაც გასულ სეზონში ''მანჩესტერ სიტი'' პრემიერლიგაში გააჩემპიონა, სეზონის დასრულების შემდეგ ბელგიაში იმყოფებოდა და HLN-ს ესაუბრა.

- ყოველი მწვრთნელი ოცნებობს ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე?

- მე მინდა კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამჟამად მე ვრჩები ''მანჩესტერ სიტიში,'' ინგლისურ გუნდში მუშაობით ბედნიერი ვარ. დღეს მე მსურს დავრჩე გუნდში, სადაც ვარ, მაგრამ თუ ხვალ მივიღებ წინადადებას ეროვნული გუნდის გაწვრთნის შესახებ, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და შეთავაზებას განვიხილავ.

 პეპ გუარდიოლამ ბელგიის ნაკრების შემადგენლობაზეც ისაუბრა: ''ეს არის ბელგიელთა უნიკალური თაობა. ფანტასტიური მეკარე, ბრწყინვალე მცველები თუ შესანიშნავი ნახევარმცველები და ფორვარდები.ბელგიის ნაკრებში ბრწყინვალე ფეხბურთელთა რაოდენობა არის დიდებული. იმედი მაქვს ბელგიის ნაკრები მუნდიალს წარმატებულად დაიწყებს და შემდეგი შეხვედრისთვის გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა ამაღლებული იქნება.''

2017 წლის ოქტომბერში პეპ გუარდიოლამ სანაკრებო თემაზე საუბრისას აღნიშნა: ''ყოველთვის მჯეროდა რომ ინგლისის ნაკრები ინგლისელმა უნდა გაწვრთნას, ბრაზილიის ნაკრები - ბრაზილიელმა და ა.შ.''

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის G ჯგუფში ბელგია პირველ მატჩს 18 ივნისს პანამასთან გამართავს. 23 ივნისს ბელგიელები ტუნისელებს შეხვდებიან, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მარტინესის გუნდის მეტოქე ინგლისი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები