Aa
Aa

ისტორია დაწერილია! - ტოჩინოშინმა ყველა დროის უძლიერეს სუმოისტ ჰაკუჰოს შანსი არ დაუტოვა!

მაისის "ნაცუ ბაშოს" მე-12 დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ისტორიული ორთაბრძოლა გამართა და იოკოძუნა ჰაკუჰოს ოფიციალური შეხვედრა 26-ე ცდიდან პირველად მოუგო!

ტოჩინოშინმა დაძაბული ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა და სუმოს ცოცხალ ლეგენდას იორიკირის ილეთით აჯობა.

ქართველმა "ნაცუ ბაშოზე" ზედიზედ 12 გამარჯვება მიითვლა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მას 11:1-ზე ბალანსით, კიდევ ერთი იოკოძუნა, კაკურიუ მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ კაკურიუს ჰაკუჰოსთან ბრძოლა ჯერ არ ჩაუტარებია. მას მონღოლის დამარცხება ძალიან უჭირს და გამართული 47 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა თანამემამულემ, სუმოს იერარქიაში იოკოძუნას შემდეგ, მეორე წოდება - ოძეკი გაინაღდა. იგი ამ სპორტის ისტორიაში მე-3 ევროპელია, რომელმაც ოძეკის სტატუსი მიიღო.

გორგაძე ტურნირის მე-13 დღეს შოდაის შეხვდება, რომელიც წოდებით მე-4 მაეგაშირაა და მიმდინარე გათამაშებაზე ბალანსი 7:5-ზე აქვს. ტოჩინოშინმა მასთან აქამდე 8 ორთაბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 5 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

"არ მინდა, რომ მას მავაშში ჩავლების აღების საშუალება მივცე. ის ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ვცდილობ, უცნაურ საკითხებზე ფიქრს თავი ავარიდო". - განაცხადა ქართველის ხვალინდელმა მეტოქემ.

ასევე იხილეთ - ჰაკუჰო ანუ თვით სუმო - ქართველთან დამარცხებული ნახევრად ღმერთი!

ასევე იხილეთ - "ტოჩინოშინმა შესანიშნავი სვლა გააგრძელა" - Japan News დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა...

ცხელი ამბები