ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე, აიაქსი
Aa
Aa

მარცხი აიაქსთან - მიქაუტაძემ 18 წუთი ითამაშა

ვილიარეალისთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულდა. ყვითელი წყალქვეშა ნავი საკუთარ კედლებში აიაქსთან 1:2 დამარცხდა და ბოლო ტური მხოლოდ ფორმალობაა.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მატჩში მხოლოდ 72-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მისმა გამოსვლამ ვილიარეალს ვერ უშველა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში მასპინძლებმა 49-ე წუთზე გახსნეს. თავი ოლუვასეიმ გამოიჩინა. წონასწორობა 61-ე წუთზე გლუხმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი ედვარდსენმა 90-ე წუთზე შეაგდო.

მიქაუტაძეს ერთ-ერთ ეპიზოდში საგოლე პასის შესრულება შეეძლო. ცენტრიდან ბურთი სწრაფად წამოიღო, ერთი მოწინააღმდეგე მოატყუა, თუმცა მისი პასი ჩაიჭრა.

ცნობისთვის, ვილიარეალს მორიგი მატჩი ლა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები