ენტონი ჯოშუა, ალჯამეინ სტერლინგი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

„უმაღლესი დონის მოკრივე საჭმელს ეთამაშებოდა“ - ალჯო ჯოშუა-პოლის ბრძოლაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მებრძოლი და სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი ჯეიკ პოლისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლას გამოეხმაურა.

„ჯეიკ პოლმა ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ მეექვსე რაუნდამდე მხოლოდ იმიტომ გაძლო, რომ მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ამის უფლება მისცა.

როდესაც ამ ბრძოლას ვუყურებდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოლიმპიური დონის, უმაღლესი კლასის მოკრივე თავის „საკბილოს“ (საჭმელს) ეთამაშებოდა. ხალხი კი იჯდა და აღფრთოვანებული გაიძახოდა: „ოჰ, ჯეიკი შესანიშნავად ართმევს თავს. ის მოძრაობს, დისტანციას იჭერს“. მე კი თავში მიტრიალებდა: „გინდათ თქვათ, რომ ამ კაცს უცებ დაავიწყდა, როგორ მოამწყვდიოს მეტოქე რინგის კუთხეში?“

ჩემი აზრით, უბრალოდ გამორიცხულია, რომ ენტონი ჯოშუას დონის მოკრივე - თავისი კლასითა და მსოფლიო დონის უამრავ მებრძოლთან გამოცდილებით ასე გამოიყურებოდეს, თან ჯეიკ პოლის ფონზე, რომელმაც კრივი ახლახან დაიწყო. დიახ, თავისი დონისა და გამოცდილებისთვის ის საკმაოდ ტექნიკურია, მაგრამ ეს არ არის მძიმე წონის დონე. და მით უმეტეს, არ არის ისეთი ტიტულოვანი მებრძოლის დონე, როგორიც ენტონი ჯოშუაა“,

- განაცხადა ამერიკელმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.

ჯეიკ პოლმა, რომელმაც ორთაბრძოლის ბოლოს ყბის ორმაგი მოტეხილობა მიიღო, გუშინ განაცხადა, რომ ენტონი ჯოშუას არა მხოლოდ პირველი ორი რაუნდი მოუგო, არამედ ერთ-ერთ მომენტში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი შეატორტმანა კიდეც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები