გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ამის გააზრება არ გვინდოდა - მიქაუტაძის დამ ძმის ლიონიდან გაშვება გაიხსენა

ფრნგული ვებგვერდი Toute l'actualité de l'OL-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქართველი ფორვარდის „ლიონიდან’’ გაშვებას უკავშირდება. მაშინ გიორგი 15 წლის იყო.

„ლიონის’’ აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი ჟან-ფრანსუა ვულიმ, რომელიც ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორია, L'Equipe-თან საუბარში განაცხადა: „ტანდაბალი იყო, ასაკის მატება გვიან დაეტყო. ნაკლებად აქტიური იყო, საკმარისი ძალა არ ჰქონდა. თავისი თაობის ფეხბურთელებთან კონკურენცია რთული იყო. ვგულისხმობ ამინე გურის, მოჰამედ ბალულის, ესტებან ლეპაულს''.

ამინე გური ლიგა 1-ში „რენიში’’ თამაშობს, მოჰამედ ბალული - იტალიის რანგით მესამე ლიგის „პრო სესტოშია’’, ესტებან ლეპაული - ლიგა 2-ის „ანჟერში’’.

გიორგის „ლიონიდან’’ გაშვების მომენტი ფეხბურთელის დამ, ანა მიქაუტაძემ l’Equipe-სთან საუბარში გაიხსენა:

„გუშინდელივით მახსოვს, ამას სრულიად არ ველოდით, ეს ჩვენთვის ძალიან რთული იყო. „ლიონის’’ საწვრთნელი ცენტრის ავტოსადგომზე დიდი ხანი ვიდექით, თითქოს წასვლა არ გვინდოდა. არ გვსურდა იმის გააზრება, რაც მოხდა. შემდეგ სახლში დავბრუნდით, დივანზე დავსხედით, ვესაუბრეთ რომ დაგვემშვიდებინა, მხარი დაგვეჭირა’’.

ფოტოზე გიორგი დასთან ერთადაა პრიზით, რომელიც გასულ სეზონში „მეცის'' ქომაგებისგან მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები