გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ჰალთან მატჩს გამოტოვებს - მიზეზი ცნობილია

„უოტფორდის’’ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ჰალთან’’ მატჩს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აწუხებს და გუნდურ სავარჯიშო პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. დიდი ალბათობით, ჩემიონშიფის შემდეგ ტურში „სანდერლენდის’’ წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მატჩი 27 აპრილს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ მცირე ტრავმა რამდენჯერმე მიიღო. ამის მიუხედავად, ჩემპიონშიფში 34 მატჩი ჩაატარა, ასოციაციის თასზე - 3, რაც ნიშნავს რომ საერთო ჯამში სტაბილური სეზონი ჰქონდა. კარგ ფიზიკურ ფორმაშია, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას დიდი პროგრესი აქვს, რაც სანაკრებო მატჩებშიც გამოჩნდა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' 52 ქულით მე-15 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 19 ქულით ჩამორჩება და ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება.

გასულ ზაფხულში „გენტმა'' ჩაკვე ერთი სეზონით „უოტფორდში'' გაანათხოვრა, ზამთარში ინგლისურმა კლუბმა კრეატიული ქართველი ნახევარმცველი გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები