ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ზივზივაძის შენარჩუნება კარლსრუეს გაუჭირდება - სად მიდის ქართველი ფორვარდი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში ნაჩვენები უმაღლესი დონის თამაშის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაში, ბუდუ ზივზივაძის მიმართაც ინტერესი გაიზარდა. თურქული გამოცემა Sporx-ის ცნობით, 30 წლის ქართველი ფორვარდის სამსახურით აქამდე სერიოზულად მხოლოდ „ტრაბზონსპორი“ იყო დაინტერესებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი დამატება გერმანიის ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბსაც მოუნდა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ზივზივაძეს „კარლსრუესთან“ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, ბუნებრივია მას სარფიან ფასად გაასხვისებენ. კლუბის ხელმძღვანელები ჯერჯერობით ბუნდესლიგაში გადასვლის იმედს არ კარგავენ, თუმცა ამის შანსი უფრო პლეი აუტის გზით მიეცემათ, რადგან „კარლსრუე“ მეორე პოზიციაზე მყოფ „ჰოლშტეინ კილს“ უკვე 13 ქულით ჩამორჩება, შედარებით ნაკლები 7-ქულიანი ჩამორჩენაა მესამეადგილოსან დიუსელდორფის „ფორტუნასთან“.

რას გადაწყვეტს ზივზივაძე და რას გადაწყვეტენ გუნდის ხელმძღვანელები, ეს სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, სადაც შედეგიანი თამაშის შემთხვევაში, შესაძლოა ბუდუს სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვაქვს ამბიცია, რომ მარტო ტურისტებად არ ჩავიდეთ“ - ბუდუ ევროპის ჩემპიონატზე
„გვაქვს ამბიცია, რომ მარტო ტურისტებად არ ჩავიდეთ“ - ბუდუ ევროპის ჩემპიონატზე