თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი და 25 ქულა | ვირტუს ბოლონიამ მაინც წააგო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მორიგი შეხვედრა სტუმრად გამართა და „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა, რომელთანაც 15 ქულით წააგო.

„ვირტუს ბოლონიამ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 23:21 მოიგო. მეორე პერიოდის სტარტზე, იტალიელთა უპირატესობა 5 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ მასპინძლებმა გაქცევა მოაწყვეს და პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგეს - 48:42. „ცრვენა ზვეზდა“ მეორე ნახევარშიც უკეთესი იყო და მესამე მეოთხედი 26:23, ხოლო მეოთხე მეოთხედი 20:14 მოიგო და საბოლოოდ, 95:79 იმარჯვა.

შენგელიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. თორნიკემ პარკეტზე 29 წუთი და 21 წამი გაატარა და აქტივში 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. თოკომ 13-დან 7 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი კალათბურთელის გარდა, „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული გაბრიელ ლუნდბერგმა (15 ქულა) და მარკო ბელინელიმ (14 ქულა) გადალახეს, „ცრვენა ზვეზდას“ კი 25 ქულით ნემანია ნედოვიჩმა ულიდერა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 14 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციას იკავებს. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 25 მარტს გამართავენ და „ბრეშას“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლუქსემბურგთან ძალიან კარგი იყო“ | ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეზე დაწერა
„ლუქსემბურგთან ძალიან კარგი იყო“ | ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეზე დაწერა