ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდოს მე-10 მარცხი - დავითაშვილის გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში „ტრუამ’’ შინ „ბორდო’’ მიიღო, მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, 88-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მე-3 დამატებულ წუთზე მასპინძლებმა გამარჯვების გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს - 2:1.

მიმდინარე სეზონში ჟირონდულმა კლუბმა 23-დან 10 შეხვედრა დათმო, 5 ფრედ დაასრულა, 8 მოიგო, სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-13 ადგილზეა, ამ მომენტში გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.

ჟირონდელთა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა. მის თამაშს სიმწვავე აკლდა. სამწუხაროდ, ქართველი გარემარბი საუკეთესო თვისებებს სტაბილურად ვერ ავლენს, რაც მისი შემდგომი კარიერული პროგრესის კუთხით პრობლემაა. თუ გასულ ტურში „ანჟერთან'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა, დღევანდელ შეხვედრაში მის თამაშს სიმწვავე და კრეატიულობა აკლდა, განსხვავებას ვერ ქმნიდა, რაც როგორც მას, ასევე მის შემტევ თანაგუნდელებს ეხება.

დავითაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროში ბურთს 30-ჯერ შეეხო და მხოლოდ 15 პასი შეასრულა (13 ზუსტად). დრიბლინგის 2 მცდელობიდან ორივე წარმატებული იყო. მის აქტივში 1 საკვანძო პასია.კარისკენ დარტყმა ერთხელ სცადა და დაუბლოკეს. მინდორზე 4-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ორთაბრძოლა არ ჰქონია. ბურთი 8-ჯერ დაკარგა.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა გასულ ტურში გამარჯვების გოლი „ანჟერს'' გაუტანა და ამ მატჩის შემდეგ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა: „ბორდოდან'' წასვლა? ბორდოს ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბში თამაშის გაგრძელება მინდა. არ ვიცი, პრესაში რა იწერება და რას ამბობენ, მაგრამ აქ ყოფნა მსიამოვნებს“.

ამ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 2-ის 22 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 2-ში „ბორდო'' 28 ქულით მე-13 ადგილზეა, შემდეგ ტურში მე-15 ადგილზე მყოფ „ტრუას' ესტუმრება (3 თებერვალი, 22:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები