ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

თავს კარგად გრძნობს - ბარახამ მამარდაზე ისაუბრა

ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის „რეალმა’’ შინ „ვალენსია’’ 5:1 გაანადგურა. „ღამურების’’ მწვრთნელის, რუბენ ბარახას თქმით, ამ სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი „სამეფო კლუბთან’’ ჩაატარეს: „ამ სეზონში ჩვენი გუნდის ყველაზე ცუდი ვერსია „რეალთან’’ იყო. ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მივიღეთ’’.

პირველ ტაიმში გიორგი მამარდაშვილი თავს კარგად ვერ გრძნობდა, თუმცა შემდეგ თამაში განაგრძო და გამოჩნდა, რომ დაზიანება მძიმე არ ყოფილა.

ბარახამ პეპელუსა და მამარდაშვილზე ისაუბრა: „პეპელუს დისკომფორტი ჰქონდა, დიდი ანგარიშით ვმარცხდებოდით და მისი შეცვლა გადავწყვიტე. რაც შეეხება მამარდაშვილს, ტრავმა არ აწუხებს, თავს კარგად გრძნობს’’.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ლა ლიგის 13-ვე ტურში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 23 წლის მეკარემ კარი მშრალად „ლას პალმასთან'', მადრიდის „ატლეტიკოსთან'', „კადისთან'' და „გრანადასთან'' შეინახა.

მამარდას მომენტები „რეალთან''

„ვალენსიამ'' 13 ტურში 18 ქულა დააგროვა, მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 4 ქულით ჩამორჩება. მე-14 ტურში „ვალენსია'' ვიგოს „სელტას'' მიიღებს.

„რეალი'' - „ვალენსიას'' მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები