ლუის ენრიკე, ესპანეთის ნაკრები
Aa
Aa

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

ფედერაციის სპორტულმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტს გადასცა მოხსენება, რომელშიც დგინდება, რომ ესპანეთის ნაკრებში ახალი პროექტია დასაწყები, რაც ლუის ენრიკეს დროს დაწყებული პროგრესის გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს. ლუის ენრიკეს და მის სტაფს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაზე მთავარი გავლენა მუნდიალზე განცდილმა ფიასკომ მოახდინა. „ფურია როხა“ ტურნირის 1/8 ფინალში მაროკოს ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად დაემშვიდობა.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები ხელმეორედ 2019 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდი ევრო 2020-ზე ნახევარფინალში გავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის 53 წლის სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა
„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - რამოსმა ესპანელები გაამხნევა