ნოელ ლე გრე, კატარი 2022
Aa
Aa

ლე გრე: ეს სამკლავური 3-4 ქვეყანას სურდა და ისინი ტურნირს უკვე გამოეთიშნენ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის შეაქო.

ნოელ ლე გრემ ასევე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა One Love სამკლავურს, რომლის მორგებასაც რამდენიმე ევროპული ნაკრები ცდილობდა, თუმცა FIFA-მ მათ ამის უფლება არ მისცა.

„ინფანტინოს ერთგული ვარ. როგორ მივაღწიოთ იმას, რომ 211 ქვეყანა პოლიტიკაში, რელიგიასა და ფინანსებში შეთანხმდეს? ეს წარმოუდგენელი და გიჟური ნამუშევარია.

მე ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა One Love სამკლავურის გაკეთებას. მისი ტარება დასავლეთ ევროპის სამ-ოთხ ქვეყანას სურდა. სხვათა შორის, მათი უმეტესობა უკვე ტურნირს გამოეთიშა. ეს თვალთმაქცობა არ არის“.

- აღნიშნა ლე გრემ.

ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გერმანიის ნაკრები იყო, რომელმაც სამკლავურის აკრძალვის შემდეგ, იაპონიასთან მატჩამდე პროტესტის ნიშნად პირზე ხელი აიფარეს. არსენ ვენგერმა გერმანელები პოლიტიკაზე ზედმეტად ფიქრისთვის გააკრიტიკა:

„მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისას ყველამ იცის, რომ პირველ მატჩის წაგება არ შეიძლება.

მეტი გამოცდილების მქონე გუნდებს, როგორიცაა ინგლისი და საფრანგეთი, კარგი პირველი თამაში ჩაატარეს. ეს ის გუნდებია, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოემზადნენ. ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ ტურნირზე და არა პოლიტიკურ ქმედებებზე“.

- განაცხადა ვენგერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დაბრუნდა - ნაპოლიმ ანტალიასპორი დაამარცხა
კვარა დაბრუნდა - ნაპოლიმ ანტალიასპორი დაამარცხა