ინგლისის ნაკრებმა დაიჩოქა - უემბლი ცისარტყელის ფერებში განათდა
Aa
Aa

ინგლისის ნაკრებმა დაიჩოქა - უემბლი ცისარტყელის ფერებში განათდა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ინგლისის ნაკრები აშშ-ს ეროვნულ გუნდს ხვდება. მატჩის დაწყებამდე, „სამი ლომის“ ფეხბურთელებმა საპროტესტო ჟესტს მიმართეს და მუხლი მოიდრიკეს.

როგორც მოგეხსენებათ, ეს რასიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მასში მონაწილეობა ინგლისის ნაკრების ყველა მოთამაშემ მიიღო, აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელებს კი არ დაუჩოქიათ. „სამმა ლომმა“ ეს ჟესტი მეორედ გამოიყენა და მსგავსი რამ ირანთანაც გააკეთა.

რასიზმის წინააღმდეგ მიმართული ჟესტის გარდა, ინგლისელებმა LGBTQ+ თემსაც გამოუცხადეს მხარდაჭერა. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „უემბლის“ თაღი ცისარტყელის ფერებში განათდა. ეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივაა, რომელიც მუნდიალზე One Love სამკლავურის ტარების აკრძალვას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ში მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია და პოლიტიკის ფეხბურთში ჩარევას დაპირისპირების წინაპირობად თვლიან. გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ამის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეხვედრა ლეგენდასთან - კონტადორი ილია თოფურიათი აღტაცებულია
შეხვედრა ლეგენდასთან - კონტადორი ილია თოფურიათი აღტაცებულია