სერხიო რამოსი, ესპანეთის ნაკრები
Aa
Aa

რამოსი: არასდროს ვკარგავ იმედს, რომ ნაკრებში კვლავ ვითამაშებ

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა და პსჟ-ის მცველმა, სერხიო რამოსმა იმედი გამოთქვა, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ისევ მოუწვევს.

36 წლის ფეხბურთელმა მოახლოებულ მუნდიალზეც ისაუბრა.

რა თქვა რამოსმა:

ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ჩემთვის ესპანეთის ნაკრების მაისურის ტარება. არასდროს დავკარგავ იმედს, რომ კვლავ შევძლებ ამ გუნდში თამაშს, სანამ ყველაფერი ისევ აქტიური იქნება. ბუნებრივია, ესპანეთის ნაკრებს ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება.

ესპანეთის ნაკრები კი E ჯგუფში იქნება და პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს, ელ ტუმამას სტადიონზე კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაიერი: “კატარში საშინელი სიტუაციაა, ფეხბურთელებმა კითხვები უნდა დასვან“
დაიერი: “კატარში საშინელი სიტუაციაა, ფეხბურთელებმა კითხვები უნდა დასვან“