თბილისის დინამო, იმრან ულად ომარი
Aa
Aa

''ეს დიდი კლუბია, ჩემპიონობა მსურს'' - იმრანი თბილისის დინამოში ითამაშებს

თბილისის ''დინამოში'' 24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი იმრან ულად ომარი ითამაშებს. 24 წლის მოთამაშემ კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მაროკოული ფესვების მქონე სპორტსმენი განვლილ კარიერასა და ახალ კლუბზე ''დინამოს'' პრესსამსახურს ესაუბრა.

''მე უკვე აქ ვარ, ჩემპიონობა მსურს. ''დინამოს'' შესახებ ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია, ეს დიდი კლუბია და არა მხოლოდ საქართველოში.

ფეხბურთის თამაში 6-7 წლის ასაკში დავიწყე. 16 წლის ასაკში ''ჰერენვენში'' გადავედი. ჩემი შემდეგი კლუბი ''ახილეს 29'' იყო ნიდერლანდების მეორე ლიგაში. ასევე, ვთამაშობდი სლოვაკურ ''ტრენჩინში''. შემდეგ ნიდერლანდებში დავბრუნდი, ''დენ ბოსხში'' ვიასპარეზე. ეს ძალიან კარგი სეზონი იყო, ჩემპიონატი მესამე ადგილზე დავასრულეთ. შემდეგ კარიერა რუმინეთში გავაგრძელე, თუმცა იქ არც ისე კარგი პერიოდი გავატარე.

რუმინეთიდან საქართველოში ჩამოვედი, თბილისის ''ლოკომოტივს'' შევუერთდი. შემტევ ნახევარმცველად, მარცხენა შემტევად, რვა ნომერსა და ექვს ნომერზე თამაში შემიძლია.

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიოა. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს. ფეხბურთი რონალდინიომ შემაყვარა.

საქართველოში ორი ძალიან კარგი წელი გავატარე, თუმცა ჩემპიონები ვერ გავხდით. ახლა კი, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დავბრუნდი. საქართველოს ჩემპიონობა მსურს''.

2020/21 წლების სეზონებში ნიდერლანდელმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ''ლოკომოტივის'' მაისურით ჯამში 44 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და აქტივში 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. 

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიეცი ხმა ოქრიაშვილის ,,მაკრატელას
მიეცი ხმა ოქრიაშვილის ,,მაკრატელას" გახდეს სეზონის საუკეთესო გოლი