კრიშტიანუ რონალდუ, ტაისონ ფიური
Aa
Aa

ფიური: იუნაიტედმა შარშან მე-2 ადგილი დაიკავა, რონალდუსთან ერთად კი მე-6

ტაისონ ფიური თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მანჩესტერ იუნაიტედის შედეგებზე.

„სასიამოვნოა, რომ რონალდუ რჩება, მაგრამ მე მაქვს თეორია: მანჩესტერ იუნაიტედმა მის მოსვლამდე სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, მისი შეძენის შემდეგ კი მე-6 პოზიცია დაიკავეს.

ხალხი იტყვის: „აბა, მისი 20 გოლის გარეშე, ჩვენ ცხრილში კიდევ უფრო დაბლა დავასრულებდით". მაგრამ ბოლოს და ბოლოს, წინა სეზონში ასე არ იყო და ჩემპიონატი გაცილებით მაღლა დავასრულეთ.

როცა გუნდს ჰყავს ისეთი სუპერვარსკვლავი, როგორიც რონალდუა, ყველა მასზეა დამოკიდებული და ის რომ არა, ამ გოლებს თავად გაიტანდნენ.

არ ვამბობ, რომ კრიშტიანუ გამოუსადეგარი აქტივია, ის ძალიან კარგია, მაგრამ ხანდახან ვარსკვლავური სტატუსის მქონე მოთამაშე ახალგაზრდებს ჩრდილავს.

მათ არ აქვთ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი, რადგან მოედანზე „დიდი რონალდუა",

- განაცხადა კრივში მსოფლიოს ჩემპიონმა და „იუნაიტედის" გულშემატკივარმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური La Repubblica წერდა, რომ რონალდუს შესაძლოა „იუნაიტედი“ დაეტოვებინა, რადგან იგი ტენ ჰაგის სქემაში არ ჯდებოდა, თუმცა ბოლო 24 საათში ეს ინფორმაცია უარყვეს და ითქვა, რომ ამ ზაფხულს პორტუგალიელის გეგმებში გუნდის შეცვლა არ შედის.

ჯერჯერობით, კრიშტიანუს საკითხი მაინც ღია რჩება. სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს გაიხსნება და პორტუგალიელის შესახებ კიდევ ბევრი რამ დაიწერება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილი: ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მათ ყველა შეიძულებს
წიტაიშვილი: ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მათ ყველა შეიძულებს