არსენალი, კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერ ლიგა, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

კრიშტიანუს რეკორდი და მანჩესტერ იუნაიტედის მარცხი არსენალთან

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. „მეთოფეებმა“ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინ.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს. ანგარიში მესამე წუთზე ტავარესმა გახსნა, რასაც 32-ე წუთზე საკამ უპასუხა და 2:0 დააფიქსირა. ზუსტად 2 წუთში, კრიშტიანუ რონალდუმ სხვაობა შეამცირა და ახალი რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში და ლა ლიგაში მინიმუმ 100 გოლი აქვს გატანილი. ფეხბურთის ისტორიაში, სხვა ფეხბურთელს, ამდენი გოლი ორივე ჩემპიონატში გატანილი არ აქვს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, „იუნაიტედს“ ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა. „არსენალის“ კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან რონალდუს ნაცვლად ბრუნო ფერნანდეში მივიდა და ვერ გამოიყენა. წერტილი გრანიტ ჯაკამ დასვა, რომელმაც 70-ე წუთზე ყუმბარისებული დარტყმით დე ხეას კარი აიღო.

სატურნირო ცხრილი

ამ მატჩის შემდეგ, ლონდონელებს 60 ქულა დაუგროვდათ და მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. „წითელი ეშმაკები“ კი 54 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ რანგნიკი გუნდს „არსენალზე“ 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები