რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "გუნდში თავისი როლი ყველამ უნდა იცოდეს"

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნების შემდეგ, გუნდში თავის როლზე ისაუბრა.

„თავისი როლი ყველამ უნდა იცოდეს. მე ვიცი რა როლი მაქვს გუნდში და კლუბში. ეს არის გოლების გატანა, გუნდისთვის დახმარების გაწევა ჩემი გამოცდილებითა და თამაშის ცოდნით.

თუ ყველა ერთნაირად იფიქრებს, გუნდისთვის თავს გაწირავს, ვფიქრობ უკეთესები გავხდებით. ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ფანტასტიკური გუნდი, ფანტასტიკური სტადიონი. ასე რომ, ჩვენ კარგი თამაში უნდა გავაგრძელოთ.

მოტივირებული ვარ გავაკეთო ჩემი საქმე, გავახარო ხალხი, ოჯახი, თაყვანისმცემლები და საკუთარი თავი. მინდა თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიო.

თქვენ პორტუგალიის ნაკრებზე საუბრობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, ყველაზე მეტი მოგება, საგოლე პასი... მთლიანობაში. მაგრამ მინდა გავაგრძელო. მე მომწონს ფეხბურთის თამაში. მე მიყვარს ხალხის გახარება“,

- თქვა რონალდუმ Sky Sport-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა. „ატალანტა" მისთვის 38-ე გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა. პორტუგალიელმა მესის (37) გადაასწრო.

ასევე, კრიშტიანუსთვის ეს მატჩი „იუნაიტედის“ მაისურით მე-300 იყო. პლუს ამას, პორტუგალიელმა გუნდში დაბრუნების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში გატანა მოახერხა, რაც „მანკუნიანელთა“ რიგებში მეორედ შეძლო. პირველად ეს 2007 წლის ნოემბერში გააკეთა. ცნობისთვის, ის სეზონი „წითელმა ეშმაკებმა“ ტრიუმფით დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები