„გასული სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა
Aa
Aa

„გასული სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა" - Transfermarkt-მა და Opta-მ ხვიჩა გამოარჩიეს

გერმანული პორტალის Transfermarkt-ის რედაქციამ რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. მათ 23 მოთამაშე გამოარჩიეს და სიაში „რუბინის“ ქართველ ტალანტს, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვხედავთ.

„გასული სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა. საფეხბურთო მოედანზე თავისი ცივსისხლიანობითა და იმ ფაქტით, რომ დაღვინებული მოთამაშეა, ყაზანელთა შემტევმა რამდენიმე საფეხბურთო გრანდის სელექციონერებზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა, რისი დამსახურებითაც იგი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა“, - წერს Transfermarkt.

გერმანული პორტალის გარდა, კვარაცხელია Opta-მაც გამოარჩია და საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით 2020-21 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „რუბინის“ ქართველ ვარსკვლავსაც ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, ამ ზაფხულს ყაზანი დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები