Aa
Aa

"ქართველი რიბერი", - ბაიერნის ქომაგები ხვიჩას ტრანსფერს ითხოვენ

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის ირგვლივ ძალიან ბევრი იწერება. სანაკრებო მატჩების შემდეგ „კვარას“ მიმართ ინტერესი გაიზარდა და უკვე მის სახელს გრანდებს უკავშირებენ.

„ბაიერნის“ ინტერესის შესახებ ყველას მოგეხსენებათ. გერმანული Express.de-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ ქომაგებს შორის ხვიჩას შესახებ ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და აბსოლუტური უმრავლესობა მის გაფორმებას ითხოვს.

ქომაგების კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშეა“.

„უკვე თვეებია ამ ბიჭზე ვსაუბრობ. ის დიდებულია და ორივე ფეხით კარგად თამაშობს“.

„მას არ ვიცნობ, თუმცა დუგლას კოშტას ნამდვილად ჯობია“.

„მისი ზედმეტსახელი არის „კვარა“, ასე ბევრად უფრო მარტივია“.

„ქართველი რიბერი“.

„ძალიან გთხოვთ ეს მოთამაშე შეიძინეთ“.

„ბაიერნი გეგმავს მაისურის პრინტერის ცხოვრება გაანადგუროს“.

„მესი, დაჯექი. ნამდვილი მხსნელი მოდის“.

„მოუთმენლად ველი გერმანელი კომენტატორებისგან მისი გვარის წარმოთქმას“.

„რუბინის თამაშებს მის გამო ვუყურებ. ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე მოთამაშეა. მოხარული ვიქნები თუ ის ბაიერნში გადმოვა. დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე სანე“.

„ის სანჩოზე უკეთესია“.

„მისი გვარის დაწერა ვისწავლოთ, ან უბრალოდ KvaraGOAT- დავუძახოთ“.

„კარგი იქნება თუ შევიძენთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა. რუსეთის ლიგაშიც კარგად თამაშობს. ჰანსი ფლიკის ხელში მას განვითარება შეეძლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები