ციხე და თაფლობის თვე თავისუფლების იდეისთვის - რევოლუციონერების გუნდის საოცარი ამბავი
Aa Aa

ციხე და თაფლობის თვე თავისუფლების იდეისთვის - რევოლუციონერების გუნდის საოცარი ამბავი

1957 წელს, ალჟირის დელეგაციას, რომელიც მოსკოვში გაემგზავრა, 36 წლის მუჰამედ ბუმეზრაგა გაყვა. მისი ამოცანა სოციალიზმის შესწავლა და მსოფლიოს მაშტაბით მეგობრების გაჩენა იყო. ის საბჭოთა კავშირში ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს წარმოადგენდა. სამშობლოში ბუმეზრაგა ახალი იდეით დაბრუნდა - ახალი საფეხბურთო კლუბის დაარსება სურდა.

იმ მომენტისთვის, ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი სამი წლის დაარსებული იყო. ის საფრანგეთი-ალჟირის ომის დაწყებისთანავე ჩამოყალიბდა. 1957 წელსვე ეს ფრონტი უკვე ითვლებოდა სერიოზულ ტერორისტულ დაჯგუფებად, რომელიც საფრანგეთის ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმოდა. ეგფ-ის წევრები ხვდებოდნენ, რომ აქციებითა და შეტაკებებით დიდხანს ვერ გაძლებდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ ალჟირს მსოფლიოს მაშტაბით მშვიდობის ელჩები სჭირდებოდა.

თაფლობის თვე

იდეა ძალიან გასაიდუმლოებული იყო და ფრანგული სპეცსამსახურებიც ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ გადაწყვიტეს ახალდაქორწინებულმა წყვილმა - მუჰამედმა და ქაჯიჯა მაუშმა თაფლობის თვის საფრანგეთში გატარება. ისინი ჯერ პარიზში ჩავიდნენ, შემდეგ კი ჰავრს, რენს, ბორდოს, ნიმს, ტრუასა და რეიმსს ესტუმრნენ.

მუჰამედ რაუში, რომელიც „რეიმსის“ ფეხბურთელი იყო, ყველა ქალაქში ნახულობდა ალჟირელ ფეხბურთელს და ეროვნულ-განმათავუსფლებელი ფრონტის შეტყობინებას აცნობდა: 1958 წლის 14 აპრილს, უნდა დაეტოვებინათ საფრანგეთი და გადასულიყვნენ შვეიცარიაში, იქიდან კი გაფრენილიყვნენ ტუნისში, სადაც შეიქმენებოდა ალჟირის პირველი საფეხბურთო ნაკრები.

ეს იყო შვედეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის წელი. საფრანგეთის გაფართოებულ შემადგენლობაში ალჟირელი ფეხბურთელებიც - მუსტაფა ზიტუნი („მონაკო“) და ქვეყნის ჩემპიონი, რაშიდ მეხლუფი („სენტ-ეტიენი“) ირიცხებოდნენ. L’Equipe-ის 15 აპრილის ნომერში ორივე ფეხბურთელზე სტატია დაიბეჭდა სათაურით: „9 ალჟირელი ფეხბურთელი, რომლებიც სადღაც გაუჩინარდნენ“.

ციხე

ბოლო მომენტში ფეხბურთელების შეხვედრის ადგილად მონტრე დასახელდა. ინფორმაციამ ყველასთან მიაღწია, გარდა ორგანიზატორ მოჰამედ მაუშისა, რომელიც ლოზანაში ჩავიდა.

მარტო მყოფი და გაკვირვებული ნახევარმცველი დაბრუნდა პარიზში, სადაც ადგილის შეცვლის გეგმის შესახებ გაიგო. გადაწყვიტა, მონტრეში გამგზავრებულიყო, მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ ის დააკავა. ამრიგად, ალჟირის ნაკრების მაგივრად, მაუში ციხეში აღმოჩნდა.

რევოლუცია მოედანზე

ალჟირის ნაკრები სოციალისტურ ქვეყნებში ტურნეში გაემგზავრა. პირველი ქვეყანა იუგოსლავია იყო. აფრიკის კონტინეტის წარმომადგენლებმა მაყურებელი გააოცეს და მასპინძლები 6:1 დაამარცხეს. ასევე დიდი გამარჯვება იზეიმეს რუმინეთში. ჩეხესლოვაკიაში კი მეორე დივიზიონის 4 გუნდი დაამარცხეს. საბჭოთა კავშირში კი მხოლოდ ორი შეხვედრა დათმეს. „როსტელმაშთან“ - 1:2 და ოდესის „ჩერნომორეცთან“ - 3:4. საერთო ჯამში, ყველა მატჩი დადებითად შეფასდა. იმ პერიოდში კი საფრანგეთმა FIFA-ში წერილი გააგზავნა და მოითხოვა დაესაჯათ ის ქვეყნები, რომლებიც ალჟირის არაოფიციალურ ნაკრებს დაუპირისპირდებოდა.

მსოფლიოს გარშემო

სანქციების არ შეეშინდა ხო ში მინს და რამდენიმე თვეში ალჟირის ნაკრებს ვიეტნამში უმასპინძლა. იმავე წელს, იერუსალიმში პალესტინის ნაკრებთან მატჩისას ალჟირის დროშა აფრიალდა. 4 წლის განმავლობაში ალჟირის ნაკრებმა მსოფლიოს მასშტაბით ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინეტების მასშტაბით 86 მატჩი გამართა.

რაც დრო გადიოდა, საფრანგეთი ავტორიტეტს მით უფრო კარგავდა. ალჟირი საფრანგეთის ყველაზე ძველ კოლონიად სახელდება, 1962 წელს კი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარეს და FIFA-მაც თავის წევრად იმავე წელსვე მიიღო.

იმ პერიოდში მუჰამედ ბუმეზრაგი საფეხბურთო კარიერას ასრულებდა - დღესდღეობით ალჟირის ოლიმპიური სტადიონი მის სახელს ატარებს. იმ გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა, რაშიდ მეხლუფიმ საფეხბურთო კარიერა ალჟირის ჩემპიონატში დაასრულა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხლუფი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. სტაჟიან გულშემატკივარს ახსოვს, რომ ალჟირელებმა იმ მუნდიალზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, გერმანიის ნაკრები სენსაციურად დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

ჰო, არ დავივიწყოთ მოჰამედ მაუში. იგი ციხიდან 1960 წელს გამოვიდა და ნაკრებში მთავარ სკაუტად დანიშნეს.

გაზიარება: