კვარაცხელია წლის სპორტმენია - ქართველი ტალანტის აღიარება და კომპლიმენტები
Aa
Aa

კვარაცხელია წლის სპორტმენია - ქართველი ტალანტის აღიარება და კომპლიმენტები

Business gazeta-ს გამოკითხვით 2020 წლის თათრეთის რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენად ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. აღნიშნული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ რეალობაზე, რომლის მიხედვითაც ''რუბინს'' დიდი ხანია ისეთი მოთამაშე არ ჰყოლია, რომელიც ქომაგს ''რუბინის'' მატჩების ხილვისადმი დიდ ინტერესს გაუჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ ''რუბინის'' შედეგი ქომაგს კმაყოფილების საფუძველს არ უტოვებს და კლუბი ტიტულებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს, ამ რეალობის ფონზე კვარაცხელია გუნდის ყველაზე ნათელი წერტილია, რომლის პასებმა, დრიბლინგებმა, ეფექტური მოძრაობებმა თუ გოლებმა პრესას და ქომაგს ''რუბინის'' მიმართ ინტერესი დაუბრუნა.

გამოცემა კვარაცხელიას მიმართ ძალიან დადებით კონტექსტში წერს: ''მან ''რუბინის'' ქომაგებს რომანტიული ფეხბურთის რწმენა დაუბრუნა. კლუბის ქომაგები არასანახაობრივი ფეხბურთის ყურებით დაიღალნენ და კვარაცხელიას სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერიან. ხვიჩას თამაშით მოგვრილი ემოციები ნებისმიერ ჩაკეტილ ზონაზე უკეთესია''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

სპორტულმა გამოცემამ football-observatory-მ 21 წლამდე ფეხბურთელები შეისწავლა და კატეგორიების მიხედვით დაჰყო. ევროპაში დრიბლინგის კატეგორიაში საუკეთესოდ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. სტატისტიკის მიხედვით ხვიჩას 21-წლამდე მოთამაშეებს შორის საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები