მილიარდერი, რევოლუციონერი და ავანტიურისტი - ვინ არიან მსოფლიოს გამორჩეული აგენტები
Aa Aa

მილიარდერი, რევოლუციონერი და ავანტიურისტი - ვინ არიან მსოფლიოს გამორჩეული აგენტები

1995 წელს, “ბოსმანის საქმემ” ფეხბურთი შეცვალა და მოთამაშეების სხვა გუნდებში თავისუფლად გადასავლა და საფეხბურთო აგენტების გააქტიურება გამოიწვია. ვინც არ იცის, განვმარტოთ, რომ „ბოსმანის წესი“ კონტრაქტდამთავრებულ ფეხბურთელებს სხვა გუნდში სურვილისამებრ, უსასყიდლოდ გადასვლის საშუალებას აძლევს.

მოგეხსენებათ, 1990-იანი წლების შუამდე მოქმედებდა წესი, რომლის თანახმადაც, კლუბს შეეძლო, საკუთარი ფეხბურთელის ტრანსფერი დაებლოკა მაშინაც კი, თუ მოთამაშეს კონტრაქტი დაუმთავრდა. კლუბს ტრანსფერის დაბლოკვისა და მის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში ჰქონდა.

გავიდა 25 წელი და აგენტების ხელში ახლა წარმოუდგენლად დიდი ძალაუფლებაა. მოდით, გადავხედოთ მათ და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო აგენტები გამოვარჩიოთ.

ჟორჟე მენდეში - მეფე

კლიენტები: კრიშტიანუ რონალდუ; ანხელ დი მარია; რადამელ ფალკაო; ჟოზე მოურინიო; ჟოაო ფელიქსი; ბერნარდო სილვა; ხამეს როდრიგესი; დიეგო კოშტა; დიოგო ჟოტა; პეპე.

ჟორჟე პორტგალიის ბაზარზე 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც ლუიშ ფიგუ თავის აგენტს ჟოზე ვეიგას წაართვა. იმის შემდეგ სამშობლოში ის დომინირებს. „ბენფიკას“, „პორტუს“, „სპორტინგისა“ და სხვა კლუბების ტალანტები მენდეშის კლიენტები ხდებიან. ჟორჟე მენდეში დღემდე ერთადერთი საფეხბურთო აგენტია, რომელმაც თავისი საქმიანობით მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

ჯონათან ბარნეტი - რევოლუციონერი

კლიენტები: გარეტ ბეილი; რუბენ ლოფტუს-ჩიკი; ვოიცეხ შჩესნი; მეისონ მაუნთი; საულ ნიგესი; ჯორდან პიკფორდი; ლუკ შოუ;

ბრიტანელი აუცილებლად უნდა იყოს ამ სიაში, თუნდაც იმის გამო, რომ 2013 წელს უელსელი გარეთ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიყიდა, თავად კი ამ ტრანსფერისთვის 16 მილიონი ევრო მიიღო. ის ბაზარზე 90-იან წლებში გამოჩნდა. რევოლუციონერული ხედვით, ბარნეტი 15-წლამდე ფეხბურთელებსა და ინგლისის სხვადასხვა ასოკობრივი ნაკრებების ნიჭიერ მოთამაშეებს იაფად ყიდულობდა. ბარნეტამდე აზრად არავის მოსვლია, რომ არასრულწლოვანი ფეხბურთელი შეეძინათ. 2019 წელს, Forbes-მა ჯონათან ბარნეტი ყველაზე გავლენიან საფეხბურთო აგენტად დაასახელა.

მინო რაიოლა - მთავარი ვარსკვლავი

კლიენტები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი; პოლ პოგბა; რომელუ ლუკაკუ; მატიის დე ლიხტი; ფრენკი დე იონგი; ჰენრიხ მხითარიანი; ერლინგ ჰოლანდი; მარკო ვერატი; ჯანლუიჯი დონარუმა; ჯასტინ კლუივერტი; მარკუს ტურამი.

ფეხბურთელები რაიოლაზე გიჟდებიან. მინო მათ თავიანთი თავის სიყვარულს ასწავლის. მაგალითად, ის იძახდა: „პოგბა-შეუფასებელია, როგორც დალის ნახატი“. იტალიელი აგენტი 8 ენაზე საუბრობს და ყველა ფეხბურთელს სხვანაირ პირობებს სთავაზობს. კლუბებს კი ეზიზღებათ მინოსთან მუშაობა. 1998 წელს, ის მოლაპარაკეკებს მართავდა „გრააფსხაპთან“ როდრი ტიურპეიტასთან დაკავშირებით. გუნდმა მას სოლიდური თანხა შესთავაზა, რაზეც რაიოლამ სიცილი დაიწყო და ტელეფონი გაუთიშა. 20 წუთში კლუბის პრეზიდენტმა თავად დაურეკა და ფეხბურთელში უკეთესი პირობები შესთავაზა. ის მედიასთან ყოველთვის გამორჩეულია და ყველას დაანახა, რომ შესაძლებელია, აგენტი შოუმენი გახდეს. მსგავს რაღაცებს ვხდებოდით კრივში, ხოლო ფეხბურთში ასეთი მხოლოდ მინო რაიოლაა.

ფოლკერ შტრუთი - თავადი

კლიენტები: მარკო როისი; მარიო გიოტცე; ტონი კროოსი; ბენედიქტ ჰიოვედესი; დაიო უპამეკანო; ჯულიან ვაიგლი; ლუკა ვალდშმიდტი.

გერმანიაში მას ფეხბურთის თავადად მოიხსენიებენ. ყველა ძლიერი გერმანელი ფეხბურთელი მისი კლიენტია. ის გამოირჩევა თავის საქმით. თვითონ უკავშირდება ფეხბურთელებს ან ოჯახის წევრებს. ის ამაყობს კროოსის „რეალში“ ტრანსფერით და ყოველთვის ამბობს, რომ გიოტცე „ბავარიელი“ გახადა. მხოლოდ როისზე წყდება გული, რომ ის „დორტმუნდის“ ერთგული რჩება. მსოფლიოში მას ასევე გუარდიოლასთან კონფლიქტით იცნობენ. მას და კატალონიელ სპეციალისტს შორის დაძაბულობა გიოტცეს სათადარიგოთა სკამზე დასმამ გამოიწვია. 2007 წელს, მან სააგენტო SportsTotal გახსნა, რომელიც 2018 წლის მონაცემებით, შემოსავლებით მეოთხე ადგილზე იმყოფოდა.

პინი ზაჰავი - რეკორდების სპეციალისტი

კლიენტები: ნეიმარი; რობერტ ლევანდოვსკი; ალექს ტელეში; ლუკას მოურა; კარლოს ტევესი; კევინ ტრაპი; ვენსან აბუბაკარი.

ზაჰავი 40 წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება. ის იყო ჟურნალისტი და რამდენიმე ებრაელ ფეხბურთელს დაეხმარა კარიერის იმგლისში გაგრძლეებაში. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მისი საქმე აგენტობაა. მხოლოდ დიდ საქმეს კიდებს ხელს. ჯერ კიდევ 90-იანებში მოიპოვა ფერგიუსონის სიმპატია. მან „წითელ ეშმაკებს“ იმ დროში 46 მილიონად „ლიდსიდან“ რიო ფერდინანდი აყიდინა. 2005 წელს კი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული საკომისიო 3.64 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, როდესაც „პორტსმუტიდან“ იაკუბუ აიეგბენი „მიდლსბროში“ გადაიყვანა. ზაჰავი რაღაც პერიოდი არ ჩანდა, მაგრამ 2017 წელს რეკორდული ტრანსფერი განახორციელა და ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადასვლაში დიდი როლი ითამაშა. პანდემიიდან გამომდინარე, ამ რეკორდულ სატრანსფერო მოლაპარაკებს, დიდი ალბათობით, დიდი ხანი ვერაფერი ჩაანაცვლებს.

კია ჯურაბჩიანი - კლუბები მას (განსაკუთრებით "შახტარი") ვერ იტანენ

კლიენტები: დავიდ ლუიზი; მარკინიოსი; ფელიპე ანდერსონი; ვილიანი; სერხიო რეგილონი.

სააგენტო ბიზნესი გამოირჩევა ეროვნულობით. თუ შენ დაიბადე პორტუგალიაში ან ინგლისში, კლიენტებიც საკუთარი ქვეყნიდან გეყოლება. კია ამხრივ გამორჩეულია, რადგან ირანში დაიბადა, მაგრამ სუპერაგენტი ბრაზილიელებთან მუშაობით გახდა. ის ფეხბურთში საინვესტიციო ბიზნესიდან მივიდა და თავისი კანონები დაამყარა. დააფუძნა ფონდი, რომელშიც ფეხბურთელების უფლებებს ყიდულობდა. 2007 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კარლოს ტევესი 14 მილიონ ევროდ შეიძინა. „ვესტ ჰემმა“ გარიგებიდან მხოლოდ 2 მილიონი მიიღო დანარჩენი თანხა კი ჯურაბჩიანის ფონდში ჩაირიცხა. „შახტართან“ მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ბევრი კარგი ბრაზილიელიც ასპარეზობდა დონეცკურ კლუბში. მაგრამ 2014 წელს, ბრაზილიური კლუბები დაარწმუნა, რომ უკრაინა კრიზისში იმყოფება და მათ ფული აღარ აქვთ. ამ ამბების შემდეგ „შახტარსა“ და ირანელ აგენტს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და კონფლიქტი დღემდე გრძლედება. კია რევოლუციას „არსენალში“ აპირებს და ლონდონურ კლუბს ახლაგაზრდა ბრაზილიელებით ამარაგებს.

კონსტანტინ დუმიტრასკუ - ეს კაცი საერთოდ არსებობს?

კლიენტები: ედინსონ კავანი; ნემანია მატიჩი; რაფაელ ვარანი; ოლივიე ჟირუ; ჟოფრეი კონდოგბია; დუგლას კოშტა; სამუელ უმტიტი.

ის გამორჩეულია მუშაობის სტილით. მასზე თითქმის არავინ არაფერი არ იცის. 80-იან წლებში რუმინეთიდან წავიდა და ერთხანს კრივზე დადიოდა, 1994 წელს კი ფიფას სერტიფიკატი მიიღო. შემდეგ - ნისლი და ბევრი კითხვა დუმიტრასკუს გარშემო. მისი სააგენტო MSM (Mondial Sport Management) გერმანიის ქალაქ კელკხაიმში ტაილანდური რესტორნის შენობაშია დარეგისტრირებული. რატომ არავინ არ იცის მის საქმიანობაზე რუმინეთში? 25 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ინტერვიუ მისცა.

2017 წელს, Forbes-მა მოინდომა პროფაილის დამზადება, მაგრამ დუმიტრასკუ ვერ მონახეს, ხოლო transfermarkt-ზე მითითებული მეილიდან პასუხი სპამით დაუბრუნდათ. Forbes-ს სურდა, საერთოდ ამოეღოთ ის სიიდან. გავრცელებული ინფორმაციით, რუმინელმა მისი ასეთი კარჩაკეტილი ცხოვრებისა და დაფარულობის მიზეზად იტალიური მაფიის საშიშროება დაასახელა.

გაზიარება: