გიორგი ჩაკვეტაძე ბელარუსთან მატჩს გამოტოვებს!
Aa
Aa

გიორგი ჩაკვეტაძე ბელარუსთან მატჩს გამოტოვებს!

ამ წუთებში ვლადიმირ ვაისი ვაკო გვილიასთან ერთად პრესკონფერენციას მართავს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის განცხადებით ბელარუსთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ვაისმა განმარტა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და თამაშისთვის მზად არაა.

ამ თემაზე სლოვაკმა სპეციალისტმა ''დინამო არენაზე'' გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვაისი: ''სამწუხაროდ ხვალინდელ მატჩს ჩაკვეტაძის გარეშე ჩავატარებთ. რამდენიმე დღე დაისვენებს და შესაძლოა შემდეგ შეხვედრაში ვათამაშოთ''.

ჩაკვეტაძის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქართველები ბელარუსს აუცილებლად დაამარცხებენ და ფინალში გავლენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები