„ტაშს რატომ არ უკრავს“? - ბერნარდო სილვამ ლივერპულის ქომაგები განარისხა
Aa
Aa

„ტაშს რატომ არ უკრავს“? - ბერნარდო სილვამ ლივერპულის ქომაგები განარისხა

„ლივერპულის“ ქომაგებმა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ბერნარდო სილვა გააკრიტიკეს. საქმე გუშინდელი შეხვედრის დაწყებამდე განვითარებულ მოვლენებს ეხება.

როგორც მოგეხსენებათ, „ქალაქელებმა“ „წითლებს“ საჩემპიონო კორიდორი მოუწყვეს და მოედანზე გამოსულ მერსისაიდელებს აპლოდისმენტებით შეეგებნენ, თუმცა მათ შორის ბერნარდო სილვა არ ყოფილა.

სოციალურ ქსელებში კადრები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი უბრალოდ დგას და ტაშის დაკვრით თავს არ იწუხებს.

სილვას ქმედებამ „წითლების“ გულშემატკივრები აღაშფოთა. მერსისაიდელთა ქომაგებმა 25 წლის ფეხბურთელის ჟესტს უღირსი უწოდეს და განაცხადეს. რომ მან „ლივერპულის“ მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

პრემიერ ლიგის წესების მიხედვით, გუნდები ვალდებული არ არიან საჩემპიონო დერეფანი მოაწყონ. „სიტიმ" გადაწყვეტილება თავად მიიღო და როგორც ჩანს ბერნარდო სილვა უმრავლესობის პოზიციას არ იზიარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები