Aa
Aa

ზიდანი: "ყველაფერს დრო სჭირდება"

ზინედინ ზიდანის „რეალმა“ ლა ლიგაში მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. გუშინ „სამეფო კლუბმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და პამპლონელები 2-0 დაამარცხა.

„ბლანკოსის“ მხრიდან თავი ვინისიუსმა და როდრიგომ გამოიჩინეს. ამ უკანასკნელს ლა ლიგაში “რეალის“ მაისურით პირველი გოლის გასატანად სულ რაღაც 93 წამი დასჭირდა, რაც 2002 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. რეკორდი კი რონალდოს ეკუთვნის, რომელმაც მეტოქის კარის დალაშქვრას 62 წამი მოანდომა.

მატჩის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა თავისი შეგირდები შეაქო და განაცხადა: „ყველაფერს დრო სჭირდება. სატურნირო ცხრილის ლიდერები ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გზას არ გადავუხვიოთ და მუშაობა გავაგრძელოთ. მომავალში რთული პერიოდი აუცილებლად გვექნება“.

„ჩვენ დღითიდღე ვპროგრესირებთ და გვსურს დარჩენილ შეხვედრებშიც ასე ვიასპარეზოთ. თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები