წლიურად 15 მილიონი ან წავა - დევისი რეალს უახლოვდება
Aa
Aa

წლიურად 15 მილიონი ან წავა - დევისი რეალს უახლოვდება

მიუნხენის „ბაიერნმა“ შესაძლოა მიმდინარე სეზონის შემდეგ, ალფონსო დევისი დაკარგოს.

ახალი ამბავი არ არის, რომ მადრიდის „რეალი“კანადელ მარცხენა მცველს უმიზნებს. ამჯერად კი თავად ფეხბურთელი, „რეკორდმაისტერს“ ანაზღაურების საგრძნობლად გაზრდას სთხოვს.

ესპანური As-ის ცნობით, დევისმა „ბაიერნს“ წლიურად 15 მილიონი ევროს გადახდა მოსთხოვა. თუ, კლუბი მის სურვილს არ დააკმაყოფილებს, ფეხბურთელი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

წყაროს თანახმად, კლუბში არ აპირებენ, რომ დევისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. „ბაიერნს“ მკაცრად გაწერილი სახელფასო პოლიტიკა აქვს და ის მხოლოდ კეინის ტრანსფერმა დაარღვია, თუმცა ჰარი გუნდელებზე აშკარად ერთი თავით მაღლა დგას. ამაზე მისი სტატისტიკაც მოქმედებს, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფაქტმა სხვა ფეხბურთელების მადა გააღვიძა, რასაც დევისის ქმედება ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ დევისის ხელშეკრულება 2025 წელს იწურება. „ბაიერნს“ მისი გაყიდვა 2024 წლის ზაფხულში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფასოდ დაკარგავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება
დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება