ჩელსი, მილანი
Aa Aa

ჩელსი VS მილანი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ჩელსი“ „მილანს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და საინტერესო სიახლეს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ჩელსი“

„არისტოკრატებს“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ უჭირთ. ორი ტურის შემდეგ ლონდონელებს 1 ქულა აქვთ და ბოლო ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ ტუხელი გაათავისუფლა და ახლა გუნდს გრეჰემ პოტერი ხელმძღვანელობს.

პირველ ტურში „ლურჯები“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდნენ, ხოლო მეორე ტურში საკუთარ კედლებში „ზალცბურგს“ ვერ აჯობეს - ფრე 1:1. ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.

პრემიერ ლიგა

„ჩელსის“ არც შიდა ჩემპიონატში აქვს საქმეები კარგად. „არისტოკრატებს“ 7 ტურის შემდეგ, 13 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში, გრეჰემ პოტერის გუნდი „კრისტალ პალასს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

დანაკლისი:

მიუხედავად ნეგატიურა სიტუაციისა, ტრავმების მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის. პოტერს „მილანის“ წინააღმდეგ კანტე და მენდი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კუკურელას და ჟორჟინიოს თამაში.

რა თქვა პოტერმა მატჩის წინ ?

„“მილანი“ ტოპ გუნდია, ისევე, როგორც „ზალცბურგი“. კონკურენტ უნარიანობის მხრივ ორივე კლუბი გამორჩეულია. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში განსხვავებულია. ეს დაპირისპირება კი ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. 3 ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტოპ გუნდს ვეთამაშებით. იდეალური ატმოსფერო უნდა შევქმნათ და გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

კარგად მესმის „მილანის“ ტაქტიკის. ვიცი, როგორც შეუტევენ და როგორ დაიცავენ თავს. მაგ გოლის გატანის განსხვავებული გზები აქვთ. ჟირუ არის ფეხბურთელი, რომელიც „ჩელსის“ შესანიშნავად იცნობს. ოლივიე ფანტასტიკური ფეხბურთელია და ბრწყინვალედ თამაშობს. ის თავის თვისებებს მაქსიმალურად იყენებს. ვფიქრობ, „მილანიდან“ ყველაზე სახიფათო სწორედ ის არის.“

„მილანი“

როგორც უკვე მოგახსენეთ, „როსონერი“ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგა სტეფანო პიოლის გუნდმა ცუდად დაიწყო. პირველ ტურში ფრე „ზალცბურგთან“. გამარჯვებას კი მეორე ტურში, საკუთარ კედლებში ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ მიაღწია.

სერია ა

„მილანმა“ შიდა ჩემპიონატი ნორმალურად დაიწყო. 8 ტურის შემდეგ, „როსონერის“ 17 ქულა აქვს და ლიდერ „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. უკანასკნელ ტურში, პიოლის შეგირდები „ემპოლის“ ესტუმრნენ და 3:1 დაამარცხეს.

დანაკლისი:

ამ მხრივ „მილანს“ ალბათ ყველაზე დიდი პრობლემები აქვს. „როსონერის“ კალაბრია, ფლორენცი, ერნანდესი, იბრაჰიმოვიჩი, კიაერი, მენიო და საელემაეკერსი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ორიჯის და მესიასის თამაშიც.

რა თქვა პიოლიმ?

„გვინდა, რომ კონკურენტ უნარიანი გუნდი ვიყოთ და ამისთვის ყველა თამაშში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. სხვანაირად წარმოუდგენელია.. ვიცით, რომ ვხვდებით გუნდს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და ჩემპიონთა ლიგა 2 წლის წინ მოიგო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ლონდონიდან 3 ქულით წამოვიდეთ.

პროგნოზები ფურცელზე კეთდება, მინდორზე  კი სხვამ რა ხდება. მაგალითად, ვერავინ იფიქრებდა, რომ „დინამო ზაგრები“ „ჩელსის“ დაამარცხებდა. ჩვენ სპექტაკლი უნდა დავადგათ და აუცილებლად გავიმარჯვოთ. ამ ტურნირზე დაბალი დონის გუნდი არ არსებობს.

„ჩელსიმ“ მწვრთნელი შეიცვალა და ახლა ჩვენ სუპერ მოტივირებულ გუნდს ვუპირისპირდებით. ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მისი მნიშვნელობა გვესმის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი არ იქნება. თამაშზე სრული კონტროლი უნდა მოვიპოვოთ და მაქსიმალურად დიდი დრო გავატაროთ შეტევაში.“

ჩელსი VS მილანი

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. 6-დან 3-ჯერ „ჩელსიმ“ გაიმარჯვა, ერთხელ „მილანმა“, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 5 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: