Ijf: დავით ქევხიშვილი - ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის კომისიის ხელმძღვანელად
Aa
Aa

Ijf: დავით ქევხიშვილი - ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის კომისიის ხელმძღვანელად

Ijf წერს, რომ  ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის კომისიის შექმნის შემდეგ, კომისიის დირექტორის თანამდებობას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაიკავებს. 

„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ბ-ნი რაშად ნაბიევი, აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს მინისტრი.

კომისია შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიებს და მათ გამოყენებას და დანერგვას სპორტსმენების საკეთილდღეოდ, რათა ხელი შეუწყოს უფრო მაღალი დონის შესრულებას.

კომისიის დირექტორი იქნება ბატონი დავით ქევხიშვილი საქართველოდან, რომელსაც აქვს ძიუდოში დიდი გამოცდილება, როგორც სპორტსმენი, მწვრთნელი და მენეჯერი.

ამ მუდმივად ცვალებად სამყაროში, ამ ახალი კომისიის თავმჯდომარეც და დირექტორიც ხელს შეუწყობენ ძიუდოს, დაეხმარებიან ჩვენს სპორტს განვითარებაში და მის ინტეგრირებაში, როგორც სპორტსმენების პიროვნული განვითარებისა და საზოგადოების სასარგებლოდ თანამედროვე ინსტრუმენტის სახით",

- წერს Ijf.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი გმირი იყო“ - ბორდალასმა „მამარდაზე“ ისაუბრა
„მთავარი გმირი იყო“ - ბორდალასმა „მამარდაზე“ ისაუბრა