ტოკიოს გრანდ-სლემი: ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაოს მედალი
ტოკიოს გრანდ-სლემზე მეორე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. გიორგი ჯაბნიაშვილის შემდეგ, ეთერ ლიპარტელიანმა -57 კგ-ში თავისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს ფრანგ სარა ლეონი სისიკის ზედიზედ 9 წაგების შემდეგ სძლია და ნავსი გატეხა.