ახალგაზრდული მსოფლიოდან, ოლიმპიადამდე - მურაოს და ბექაურის ორი ფინალი
ლაშა ბექაური და სანშირო მურაო ფინალში ერთმანეთს პირველად 2018 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა. ზუსტად 6 წლის შემდეგ, ბექაური და იაპონელი ძიუდოისტი ერთმანეთს ამჯერად პარიზის ოლიმპიადის ფინალში დაუპირისპირდნენ და ამჯერადაც, გამარჯვება ქართველმა ფალავანმა მოიპოვა.