''მან. სიტის'' შესაძლოა 2014 წლის პრემიერ ლიგის ტიტული ჩამოართვან
Aa
Aa

''მან. სიტის'' შესაძლოა 2014 წლის პრემიერ ლიგის ტიტული ჩამოართვან

საფეხბურთ კლუბ ''მანჩესტერ სიტის'' შესაძლოა 2014 წელს მოგებული პრემიერ ლიგის ტიტული ჩამოერთვან. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ინგლისის პრემიერ ლიგის გამოძიებით თუ ''მანჩესტერ სიტის'' მხრიდან ფინანსური დარღვევები დადგინდა, ''ქალაქელების'' მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებდა.

სანქციის სახით ასევე განიხილება კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით პეპ გუარდიოლას გუნდს გარკვეული რაოდენობის ქულებს დააკლებენ. 2013-14 წლების სეზონში ''მანჩესტერ სიტი'' 86 ქულით პირველ ადგილზე გავიდა და მეორეადგილოსან ''ლივერპულს'' მხოლოდ 2 ქულით გაასწრო.

გარდა ამისა დიდი შანსია, რომ კლუბი სტერლინგმა, დე ბრუინმა და ლაპორტემ დატოვონ, რაც კლუბში ფინანსური ვითარების გამოსწორებას ხელს შეუწყობს.

''მან. სიტის'' ფინანსური სანქციები 2012-16 წლებში თაღირდებდა, როცა ''ქალაქელებმა'' ინგლისის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვეს.

შეგახსენებთ,  ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ''მანჩესტერ სიტი“ ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევის გამო დასაჯა და ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა, პლუს ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

უეფამ ''მან. სიტი“ თავიანთი არენის ''ეტიჰად სთეიდიუმის“ სასპონსორო კონტრაქტთან დაკავშირებით არსებული მაქინაციების გამო დააჯარიმა. ინგლისური კლუბი  გასაჩივრებას გეგმავს და ჯერ დასრულებული არაფერია. „ქალაქელებმა“ საჩივარი უეფას წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინაც შეიტანეს, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები