კაჭარავამ პოსტი დატოვა - ''დინამო'' სვანაძემ ჩაიბარა
Aa
Aa

კაჭარავამ პოსტი დატოვა - ''დინამო'' სვანაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი კახა კაჭარავამ დატოვა. ეროვნული ლიგის გასულ ტურში ''დინამო არენაზე'' საჩხერის ''ჩიხურასთან'' მარცხის შემდეგ კაჭარავა გუნდიდან წავიდა. ვალდჰოფის ''მანჰაიმის'' ყოფილი ფეხბურთელი, 51 წლის სპეციალისტი კაჭარავა ''დინამოს'' 2017 წლის დასაწყისიდან წვრთნიდა. გასულ სეზონში კაჭარავას ხელმძღვანელობით ''დინამომ'' მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, ეროვნული ლიგის ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო'' გახდა, ხოლო მიმდინარე სეზონში დიდი ალბათობით ჩემპიონი ''საბურთალო'' გახდა.

თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კაჭარავას ზაურ სვანაძე შეცვლის, რომელიც კაჭარავას ასისტენტად მუშაობდა.

შეგახსენებთ, ''ჩიხურამ'' ''დინამო არენაზე'' 4 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. პირველი ტაიმი ფრუიძის გუნდმა სარდალიშვილის შესანიშნავი გოლით მოიგო, შესვენების შემდეგ კი გიორგი გაბედავამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ''დინამოს'' მხრიდან ერთადერთი გოლი ბელგიური ''ტუბიცეს'' ყოფილმა შემტევმა ლევან შენგელიამ შეაგდო.

32 ტურის შემდეგ ''საბურთალო'' 71 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ''დინამო'' 63 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება.

''დინამოსა'' და ''ჩიხურას'' მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შვილთან ერთად ესწრებოდა

ფოტო: eliga.ge, fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები